2020 წლის 6 მაისს, საიტზე Marca.ge , შალვა ქობალიას ავტორობით 2 დეზინფორმაციის შემცველი სტატია გავრცელდა.

პირველი სტატიის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ქართველ სპორტსმენებს აფრთხილებს და ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება: „ჩვენ ქვეყანაში ვინც თამაშობს ყველა ქართველი რუსი უნდა გახდეს და რუსეთის დროშის წინაშე ქედი მოიხარონ. თუ ეს ყველაფერი არ სურთ წავიდნენ ეხლავე ამ ქვეყნიდან საქართველოს და ქართველების ადგილი აქ არ არის”.

მედიაში და რუსეთის სამთავრობო ვებ-გვერდებზე ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული მსგავსი ინფორმაციის შემცველი განცხადება არ იძებნება.

ამასთან ერთად, შალვა ქობალიას მიერ, Marca.ge-ზე მეორე სტატია გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც „ირანელი ჰალკი“ ქართველი სპორტსმენებისა და ზოგადად ქართველი ერის მიმართ, სიძულვილის შემცველ განცხადებას ავრცელებს: „ქართველებო მიფრთხილდით, ყველა თქვენს სპორტსმენს საიქიოში გავისტუმრებ. ჩემთან ხუმრობას არავის ვურჩევ. ჯერ დედამიწაზე არავინაა ისეთი ვისაც ჩემი დამარცხება შეუძლია. მე საუკეთესო ვარ ჩემთან ახლოსაც კი ვერავინ მოვა. ქართველები არ მიყვარხართ, მძულს ქართველი ერი.” სტატიას თან ერთვის ავტორის კომენტარი: „ირანელი ჰალკი ქართველებზე და ქართველ სპორტცმენებზეა გაბრაზებული…“

სტატიაში ნახსენები „ირანელი ჰალკი“, 1991 წელს დაბადებული ირანელი ათლეტი Sajjad Gharibi-ა. მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადება ქართველი სპორტსმენების და ქართველი ერის ან ზოგადად საქართველოს შესახებ არ იძებნება.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი