Facebook-გვერდი „ვაი ბიძიკო“, პოსტის სახით 2 სურათს ავრცელებს, სადაც ერთი ფოტო ასახავს თითქოს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ Facebook სტატუსს წარწერით: „ყველა რეკორდი მოიხსნა, მუხტი არ ვარდება, 50 000-ზე მეტი ადამიანი რუსთაველის გამზირზე!!! ესაა ოპოზიციის ერთობა“. მეორე ფოტოზე კი, სავარაუდოდ, გამოსახულია 14 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართული აქცია. „ვაი ბიძიკოს“ პოსტიც 14 ნოემბერს გამოქვეყნდა, ამდენად, ის სწორედ ამ დღეს გამართულ აქციას აბამს ნიკა გვარამიას გაყალბებულ Facebook პოსტს.

პირველ რიგში, მტკიცება, თითქოს ნიკა გვარიამიამ Facebook-ზე კონკრეტული სტატუსი გაავრცელა, მცდარია. ნიკა გვარამიას პირად Facebook-გვერდზე იდენტური სტატუსი არ იძებნება.

აღსანიშანავია, რომ ნიკა გვარამიამ 8 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქციის მიმდინარეობის დროს, ადამიანთა რაოდენობაზე კომენტარი Facebook სტატუსის სახით გააკეთა. ნიკა გვარამიამ, პერსონალურ Facebook-გვერდზე, წარწერით „45 000 ადამიანი“, ტელეკომპანია „მთავარის“ ვიდეო-რეპორტაჟი გაავრცელა, სადაც მათი დათვლების შედეგად აქციაზე დაახლოებით 45 000 ადამიანი იმყოფებოდა.

რაც შეეხება, 14 ნოემბრის აქციას, ნიკა გვარამიას, ადამიანთა რაოდენობის შესახებ Facebook კომენტარი 14 ნოემბერს საერთოდ არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება, უშუალოდ, ყალბი ამბის გამავრცელებელ გვერდს „ვაი ბიძიკო“, ის 2020 წლის 31 ოქტომბერს შეიქმნა და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებით გამოირჩევა. ამასთან ერთად, გვერდი იყენებს პოსტების დარეკლამების ფუნქციას, რომელზეც დღემდე 100$-მდე დახარჯა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი