რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო, სადაც მომხმარებლები კომპანია „იფქლს“ პურის ტრანსპორტირების დროს ჰიგიენის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია „იფქლმა“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ფოტო-მასალის შინაარსი არასწორადაა აღქმული. რეალურად, კომპანია მაღაზიებიდან ყოველდღიურად უკან აბრუნებს დიდი რაოდენობით ძველ, ე.წ ჩამოწერილ პურს, რომელსაც დაბალ ფასად ყიდულობენ ფერმერები სამეურნეო მიზნებისთვის. კომპანიის განცხადების თანახმად, ფოტოზე მყოფი ადამიანი არ არის „იფქლის“ თანამშრომელი, იგი ერთ-ერთი ფერმერია და შესაბამისად, ის თუ რა ფორმით მიაწვდის ეს ადამიანი პროდუქციას თავის საქონელს, სცდება კომპანია „იფქლის“ კონტროლის ფარგლებს.

კომპანიის განცხადებით, პურის დისტრიბუცია მაღაზიებში ჰიგიენის ყველა ნორმის დაცვით ხდება. ამაში იგულისხმება შეფუთული პურის პლასტმასის ყუთებში მოთავსება, ყუთების კი სპეციალურ „პადონებზე“ განთავსება.

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი