Facebook- მომხმარებელმა Sofo Kemularia-მ 2018 წლის 23 ოქტომბერს, იმ დროისთვის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სურათი, შემდეგი წარწერით გაავრცელა: „ყველაზე ძალიან მეზიზღება ღარიბი ქართველები. ს. ზურაბიშვილი“.

პოსტში არსებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული ფრაზა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, ყალბია. არც სოციალურ ქსელში და არც რომელიმე მედიაში მსგავსი პოზიციის შემცველი განცხადება სალომე ზურაბიშვილს არ გაუკეთებია.

მართალია, ფოტო 2018 წელს გამოქვეყნდა, თუმცა, ბოლო დღეებში ის Facebook-ზე კვლავ აქტიურად ზიარდება. 2020 წლის 26 ოქტომბრის მონაცემით, ფოტოს 505 გაზიარება აქვს.

რაც შეეხება სოფო კემულარიას, მისი Facebook - პროფილიდან ვიგებთ, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ მუშაობდა.

სალომე ზურაბიშვილის შესახებ კიდევ ერთი მანიპულირებული პოსტი Facebook-გვერდმა „ყოველდღიური მოვლენები“ გაავრცელა.

„ყოველდღიური მოვლენები“-ს პოსტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხება. პოსტის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა თითქოს განაცხადა: „ეს არის საშვილოსნო საქმე, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა“ . მსგავსი შინაარსის პოსტი Facebook- გვერდმა მანამდეც გამოაქვეყნა. თუმცა, თავდაპირველი პოსტი ამჟამად აღარ იძებნება.

სინამდვილეში, პოსტში ნახსენები სიტყვა „საშვილოსნო“ სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „მინდა, მადლობა მოვახსენო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ფონდ „ქართუსა“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილოშვილო საქმეში”.

ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა სიტყვა საშვილიშვილოს, თუმცა Facebook გვერდმა „ყოველდღიური მოვლენები“ , პრეზიდენტის განცხადება, კიდევ უფრო დამახინჯებულად წარმოადგინა.

რაც შეეხება, სოციალურ ქსელში ზემოთ ხსენებული ინფორმაციის შემცველი პოსტების გადამზიარებლებს, სოფო კემულარიას პოსტი 2018 წლიდან მოყოლებული, 505 Facebook-მომხმარებლის მიერაა გაზიერებული. ამასთან ერთად Facebook პირადი გვერდი - Alli Babaa,- ს მიერ პოსტი სხვადასხვა ჯფუბებში გაზიარდა: Danmark-Georgien დანია-საქართველო Denmark-Georgia Данія-Грузія, Live Georgia, თეთრი და შავი, ხატია დეკანოიძე - ისნის მაჟორიტარად.

რაც შეეხება, „ყოველდღიური მოვლენების“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, მას 19 მომხმარებელი აზიარებს.

სტატიაში გამოყენებულია Crowdtangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი