ანალიზი:

Facebook- გვერდი „მევახშეთა ლიგა“, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელიას ფოტოსურათს შემდეგი წარწერით ავრცელებს: „ქართველ ხალხს მოუწევს ერთსქესიანთა ქორწინებას შეეგუოს, ლელო იქნება სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი“. ფოტოსურათს თან ერთვის წარწერა „მევახშეთა ლიგისგან“: „გეი მევახშეების ხმა პარლამენტში“.

პოსტში არსებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზემოთ ხსენებული ფრაზა სექსუალური უმცირესობების შესახებ, გრიგოლ გეგელიას ეკუთვნოდეს, ყალბია. არც სოციალურ ქსელში და არც რომელიმე მედიაში მსგავსი პოზიცია გრიგოლ გეგელიას არ დაუფიქსირებია.

აქვე აღსანიშნავია, რომ გრიგოლ გეგელიამ სექსუალურ უმცირესობებზე 2019 წელს, ტვ პირველის ეთერში, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას ისაუბრა: „მე 17 მაისს არანაირ პრაიდს არ ვემხრობი, მგონია, რომ ეს იწვევს ზიზღს და დაპირისპირებას“. ამასთან ერთად მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ქვეყანაში ბევრად დიდი პრობლემები არსებობს, ვიდრე ჰომოფობიური დამოკიდებულებაა კონკრეტული სექსუალური უმცირესობების მიმართ.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პარტია „ლელო-ს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ერთსქესიანთა ქორწინებას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად. მისი განცხადების თანახმად, მართალია, სექსუალურ უმცირესობათა უფლებები ირღვევა, თუმცა ეს არ აძლევს უმცირესობებს იმის საბაბს, რომ თავიანთი სურვილები უმრავლესობას თავს მოახვიონ . მისი თქმით, ეს კარგადაა კონსტიტუციაში გაწერილი და საზოგადოებაც ამას უნდა დაემორჩილოთ.

რაც შეეხება, უშუალოდ, დეზინფორმაციის ავტორ გვერდს, ის 2020 წლის 29 სექტემბერს შეიქმნა.

გვერდი გამოირჩევა პარტია „ლელოს“ წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანიით, რაზეც მეტყველებს როგორც გვერდის სახელი „მევახშეთა ლიგა“, ისე მასზე ატვირთული და გაზიარებული პოსტები. ამასთან ერთად, გვხვდება სხვა ოპოზიციის საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებიც.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი