დეზინფორმაცია: გრიგოლ ვაშაძე დავით გარეჯის მონასტერს საქართველოს ტერიტორიად არ მიიჩნევს

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით ეს ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

Facebook- გვერდი „ნაცია - ადამიანი?“ სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის სურათს შემდეგი წარწერით აქვეყნებს: „კაგებეშნიკი ვაშაძე ამბობს რომ დავით გარეჯი არ არის საქართველოს ტერიტორია“.



„ნაცია - ადამიანი?“-ს პოსტს თან 8 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ფოტო (screenshot) ერთვის. იმედის სტატიაში გრიგოლ ვაშაძის ვიდეო მასალაცაა მოცემული, სადაც პოლიტიკოსი შემდეგ განცხადებას აკეთებს: „ნაციონალური მოძრაობის დადანაშაულება არ შეიძლება იმიტომ, რომ ადამიანი თუ კლინიკური იდიოტი არ არის, ისეთი როგორიც ამ ხელისუფლებაში არიან შეკრებილები, ისიც მიხვდებოდა, რომ ვიღაც ნაძირალა ფსბ-შნიკებთან შეთანხმებით, შეთითხნილი რუკა ჩამოაქვთ, რომელიც თითიდან არის გამოწოვილი და ისეა გაკეთებული, რომ უამრავი უზუსტობა არის ზედ, ამით უშვებენ ივერის და ადანაშაულებენ ოპოზიციას“.

ამავე ინტერვიუში, გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზს უსვამს, რომ „უდაბნოს მონასტერი 1938 წლის რუკით არის საქართველოს ტერიტორია და ამას არაფერი არ შეცვლის“.

ამდენად, „ნაცია-ადამიანი“ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას მიზანმიმართულად აყალბებს და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს, თითქოს პოლიტიკოსი დავით გარეჯს საქართველოს ტერიტორიად არ მიიჩნევს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი