დეზინფორმაცია: თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ყარაბაღის ომში ბაქოს მხარდასაჭერად აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი

For English click here

ანალიზი

27 სექტემბერს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო განახლებული სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საკითხთან დაკავშირებით, ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა სახის ყალბი ამბავი გავრცელდა, რის შესახებაც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). კიდევ ერთი დეზინფორმაციის მიხედვით, ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, თბილისის სატელევიზიო ანძა და „მშვიდობის ხიდი“ აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. ყალბი ამბავი ინტერნეტ სივრცეში რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე ფართოდ გავრცელდა და ინფორმაციის მანიპულაციურად გასავრცელებლად, ფოტო მასალასთან ერთად, ვიდეო მასალაც იქნა გამოყენებული.

იხილეთ მანიპულაციური სტატიები:

იხილეთ ყალბი ამბების გავრცელება Facebook-ზე:

ცნობა, რომ საქართველოს მთავრობამ დაპირისპირებულ მხარეებს შორის აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თბილისის სატელევიზიო ანძა და „მშვიდობის ხიდი“ აზერბაიჯანის დროშის ფერებში გაანათა, ტყუილია. კონფლიქტის პარალელურად გავრცელებული მანიპულაციური ფოტოები სინამდვილეში აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს - 28 მაისსაა გადაღებული. საქართველომ მეზობელ სახელმწიფოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მეგობრული ჟესტით მიულოცა.

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი