ანალიზი

რუსეთი ირწმუნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვედაამზადა.მოსკოვის თანახმად, ის ვაქცინის მასობრივი წარმოების დაწყებას სექტემბერში, ხოლო მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბრიდანგეგმავს.ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა და, მეტიც, ის მისმა ქალიშვილმა უკვემიიღო. რუსეთის პრეზიდენტმა ისიცგანაცხადა,რომ ვაქცინა ეფექტიანად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.

რეალურად რუსული ვაქცინის ტესტირება საკმაოდ დაჩქარებულ რეჟიმში ჩატარდა. ვაქცინაზე მომუშავე მკვლევრები იმასაც ამტკიცებენ, რომ დროის დაზოგვის მიზნით, ვაქცინა საკუთარ თავზე გამოსცადეს. რუსეთის კლინიკური კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციამ აღნიშნულ ნაბიჯსკლინიკური კვლევების პრინციპების უხეში დარღვევა უწოდა. ვინაიდან რუსული ვაქცინა სრულად ტესტირებული არაა, მას გვერდითი მოვლენების გამოწვევისა და არაეფექტიანობის მაღალი რისკიაქვს.ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის, დანიელ სალმონისგანცხადებით,რუსეთის მხრიდანტესტირების მესამე ფაზის გამოტოვება სახიფათო ნაბიჯია,რადგან ამ ფაზაში უნდა დადასტურდეს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება. დანიელ სალმონის მსგავსად, სხვა მეცნიერების ძალიან დიდი ნაწილიცრუსულ ვაქცინას სარისკოდ მიიჩნევს.

რუსეთის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში ეჭვი აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც,შეიტანა.მისი აზრით, ყველას შეუძლია გამოაცხადოს, რომ ვაქცინა აქვს, თუმცა მთავარია, მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დადასტურდეს. ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ „რუსები და ჩინელები ვაქცინას რეალურად ტესტავენ, სანამ მას ვინმეს გამოუწერენ“. ერთ-ერთ ინტერვიუში, ფაუჩიმ ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები ღიად გამოთქვა დააღნიშნა,რომ მას ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამადასტურებელ კვლევებზეარ სმენია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის,განცხადებით,რუსულ ვაქცინას ჯერ დიდი, ფართომასშტაბიანი, მესამე ფაზის კვლევები არ გაუვლია, ან თუ გაუვლია - მისი შედეგები გამოქვეყნებული არ არის.ამდენად, გამყრელიძე რუსულ ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს: „ამ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული სკეპტიციზმი არის საერთაშორისო სამეცნიერო პრესაში და მოგეხსენებათ, რომ არ არის გასაჯაროებული კვლევების შედეგები, არც პირველი-მეორე ფაზის და არც განსაკუთრებით მესამე ფაზის“. ამავე საკითხზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ და ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით ირონიულიკომენტარი გააკეთადა შეთქმულების თეორიის მიმდევრებს მიმართა: „გულწრფელად მაინტერესებს, აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვისაც ჰგონია, რომ ბილ გეიტსმა უნდა „დაჩიპოს“. ახლა მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეიტსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს?! სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა. მის ხარისხზე, კვლევის შედეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო დატესტილი, რა შედეგები ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერაფერს მოგახსენებთ“.

კრიტიკის მიუხედავად, რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინა გამოყენებისთვის ტესტირების მესამე ფაზის გავლის გარეშე დაამტკიცა (ვაქცინის ტესტირების შესახებ ზოგად ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“სტატიაში).

საქართველოში პრორუსულმა მედიამ რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცება სხვადასხვანაირად გააშუქა. „ფაქტ-მეტრის“ წინა სტატიებში პრორუსული გამოცემების -„საქართველო და მსოფლიო“, „სპუტნიკი“, „ნიუსფრონტი“ - პროპაგანდა და დეზინფორმაცია იყო განხილული. კიდევ ერთი ონლაინმედია „საქინფორმი“, რომელიც რუსული ნარატივების გამეორებითაა ცნობილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას აქტიურად ავრცელებს.

„საქინფორმის“ მიხედვით, „ვაქცინის მიწოდებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს 50 ქვეყანა აწარმოებს“. მეტიც, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, ამტკიცებს, რომ „აშშ-ს, როგორც ჩანს, დაავიწყდა ოკუპირებული აფხაზეთი, სამაჩაბლო და საქართველოსთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რადგანაც რუსეთს კორონავირუსის ვაქცინა სთხოვეს“. მოცემული განცხადება ყალბ ამბავს წარმოადგენს, რადგან რუსეთმა აშშ-ს COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით დახმარება და „უპრეცედენტო თანამშრომლობა“ შესთვაზა, მაგრამ აშშ-მა უარი განაცხადა. რუსეთის ოფიციალური პირების მიხედვით, აშშ-ის კომპანიები რუსული ვაქცინით დაინტერესებულნი არიან, თუმცა აღნიშნული კომპანიები არ სახელდება. სინამდვილეში, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთისა და რუსული ვაქცინის უნდობლობის გამო რუსეთის დახმარება არ მიიღო. მეტიც, აშშ-ის მთავრობაში ჯანდაცვის ოფიციალური პირის განცხადების თანახმად, რუსული ვაქცინა აშშ-ში იმდენად არასრულად მიიჩნევა, რომ მას აშშ არათუ ადამიანებზე, არამედ მაიმუნებზე არავითარ შემთხვევაში არ გამოცდის.

„საქინფორმი“ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, კირილ დიმიტრიევის, განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ „ამერიკელებმა და ევროპელებმა ქართველებს დაასწრეს და რუსებს კორონავირუსის ვაქცინა სთხოვეს“. რეალურად, კირილ დიმიტრიევი არა აშშ-ზე ან ევროპულ სახელმწიფოებზე, არამედ კერძო კომპანიებზე მიუთითებს, თუმცა არც ერთ მათგანს არ ასახელებს.

არნო ხიდირბეგიშვილის აზრით, „ხსნა მხოლოდ ვაქცინაშია, მსოფლიოში კი მხოლოდ ერთი ვაქცინაა რეგისტრირებული - რუსული, რომლის მისაღებად უკვე გრძელი რიგია და რომელსაც პირველი ბელარუსი მიიღებს“. ის მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას მოუწოდებს „რუსეთს ვაქცინა ვთხოვოთ“. მისი აზრით, უკრაინას საქართველოსგან განსხვავებით ვაქცინის თხოვნა არ შეუძლია, რადგან, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი უკრაინული ეკლესიისთვის გადაცემული ტომოსი არ უღიარებია, რაც ეკონომიკური კავშირების გარდა, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი ჰუმანიტარული არგუმენტია.

არნო ხიდირბეგიშვილმა რუსული ვაქცინის შემოტანისკენ ხელისუფლებას მორიგ სტატიაშიც მოუწოდა და მისი შეთავაზების გასამყარებლად ოთხი არგუმენტი დაამატა, რომლებიც დეზინფორმაციას შეიცავს და კრემლის პროპაგანდას ზედმიწევნით იმეორებს:

1. "Sputnik - V" არის მსოფლიოში პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული ვაქცინა, რომლისთვისაც უკვე დადგა 50 ქვეყნის გრძელი რიგი და რომელსაც გართულებები არ ახლავს“.

2. „მისი წარმოება და ვაქცინაცია რუსეთში უკვე დაწყებულია, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელები და მათი ოჯახის წევრებიც უკვე აიცრნენ, ხოლო ამერიკული, გერმანული და ინგლისური ვაქცინები ჯერ მხოლოდ შემუშავების და ტესტირების ეტაპზეა“.

3. „რუსული ვაქცინის მოქმედების მექანიზმი მარტივია, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური. გარდა ამისა, ამერიკულისგან განსხვავებით, იგი მზადდება ადამიანის და არა მაიმუნის ვირუსზე. რუსებმა ყველას გაუსწრეს, რადგან დიდი ხანია მუშაობენ მონათესავე ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მაგალითად - ებოლას, რომელიც საშინელ ეპიდემიებს იწვევს“.

4. „ის შემუშავებულია საპატიო აკადემიკოსის ნ. თ. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ, რომლის მრავალი მიღწევა აღიარებულია და გამოიყენება მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ–ში“.

რუსული ვაქცინის წარმოება მართლაც დაწყებულია და ამერიკული და ბრიტანული ვაქცინები ჯერჯერობით კვლავ ტესტირების ეტაპზე არიან. თუმცა, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ტესტირების ყველაზე მნიშვნელოვანი - მესამე ფაზის გამოტოვებაა. ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, ამჟამად კლინიკური ტესტირების მესამე ფაზაზე არიან, რომელმაც, საბოლოოდ, უნდა დაადასტუროს ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. ამდენად, რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მტკიცებები მანიპულაციურია.

წყაროს შესახებ

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს ფლობს პრორუსული ორგანიზაცია შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საკუთრებაშიცაა „საქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი გამოირჩევა ღიად პრორუსული პოზიციებით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკითა და მისი გაიგივებით ამერიკულ საზღვაო სამხედრო ბაზასთან და ა.შ. ასევე „საქინფორმი“ გრუ-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ოფიციალური მოსკოვის ნარატივებს ავრცელებდა. „საქინფორმმა“ პრორუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის კორონავირუსის საკითხიც აქტიურად გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ქვეყნდება ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე, როგორებიცაა: regnum.ru, sputniknews.ru-ს ქართულ გამოცემა sputnik-georgia.ru.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი