რეზიუმე: პოლიტიკოსი აღნიშნულ მონაცემებს „ქართული ოცნების“ მთავრობის კრიტიკის კონტექსტში ასახელებს. 2012 წლის მესამე კვარტალში, ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 1.65 ნიშნულზე ფიქსირდებოდა, რის შემდეგაც დროთა განმავლობაში, თითქმის ორჯერ გაუფასურდა და დაახლოებით 3.2 ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსს დოლართან მიმართებით მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, რომლის რიცხვებში გამოსახვაც სრულად შეუძლებელია. მათ შორის, ნაწილზე ხელისუფლებას გავლენა ვერ ექნება (მაგ: აშშ დოლარის საერთაშორისო დინამიკის, აშშ-ის ფედერაციული სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებების, სხვადასხვა საერთაშორისო კრიზისებისა და ნავთობის ბაზრის კონიუნქტურის გამო და ა.შ), შესაბამისად, ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა მთავრობას შეიძლება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს და არა მთლიანად.

მშპ-ის დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში მოიცავს, შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად, ნომინალური მშპ დოლარში კი არა, ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს. მშპ ერთ სულზე მხოლოდ 2015 წლის ფასებშია შემცირებული, აშშ დოლარში გამოსახული მაჩვენებლის მიხედვით, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის დინამიკის აღსაწერად არარელევანტურია, რადგან რეალურად, მის მდგენელს უმეტესწილად გაცვლითი კურსი წარმოადგენს. ყველა სხვა შემთხვევაში, მშპ ერთ სულზე 2012 წელთან შედარებით გაზრდილია. ყველაზე მნიშვნელოვანია, 2015 წლის ფასებში გამოსახული რეალური მშპ-სა და მუდმივი PPP საერთაშორისო დოლარში გამოსახული მონაცემის ანალიზი. რეალური მშპ ერთ სულზე 2012 წელს 8162 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 10839 ლარს შეადგენს, ხოლო რეალური მშპ ერთ სულზე (საერთაშორისო მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით) 2012 წელს 8061 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 2019 წელს 10674 ლარს წარმოადგენს.

2012 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1.372 მლნ იყო, 2019 წლის მონაცემი კი 1.391 მლნ-ს შეადგენს, რაც 1.3%-იანი ზრდაა. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით კლება არ ფიქსირდება, თუმცა ყველა შემდგომ წელს კერძო სექტორში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2019 წელს, რაც ნეგატიურ რეალობას წარმოადგენს.

ანალიზი

ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქშოუ ბარიერში პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ყველა რიცხვში გვაქვს კატასტროფა: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში შემცირებულია, კერძო სექტორში შემცირდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, ლარის კურსი ორჯერ გაუფასურდა“.

პოლიტიკოსი აღნიშნულ მონაცემებს „ქართული ოცნების“ მთავრობის კრიტიკის კონტექსტში ასახელებს. 2012 წლის მესამე კვარტალში, ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 1.65 ნიშნულზე ფიქსირდებოდა, რის შემდეგაც დროთა განმავლობაში, თითქმის ორჯერ გაუფასურდა და დაახლოებით 3.2 ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ლარის კურსს დოლართან მიმართებით მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, რომლის რიცხვებში გამოსახვაც სრულად შეუძლებელია. მათ შორის, ნაწილზე ხელისუფლებას გავლენა ვერ ექნება (მაგ: აშშ დოლარის საერთაშორისო დინამიკის, აშშ-ის ფედერაციული სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებების, სხვადასხვა საერთაშორისო კრიზისებისა და ნავთობის ბაზრის კონიუნქტურის გამო და ა.შ), შესაბამისად, ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა მთავრობას შეიძლება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს და არა მთლიანად.

პოლიტიკოსები ხშირად მშპ-ის მაჩვენებლების დინამიკის შესაფასებლად, დასახელებულ მონაცემს აშშ დოლარში გამოსახულს იყენებენ, რაც არასწორი მიდგომაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ წარსულში არაერთხელ წერდა. რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის, ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს იმპორტს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. თუმცა ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას კი ინფლაციის მაჩვენებელი მოიცავს საკუთარ თავში, შესაბამისად, რეალური მონაცემის მისაღებად, ნომინალური მშპ დოლარში კი არა, ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.

ცხრილი 1: მშპ ერთ სულზე, 5 სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

მიმდინარე ფასებში, ლარი

7,301.8

7,691.1

8,368.0

9 109.4

9 613.9

10 933.9

11 968.0

13 428.9

მუდმივ 2015 წლის ფასებში, ლარი

8,162.5

8,483.1

8,855.7

9,109.4

9,368.5

9,820.9

10,300.6

10,839.8

მიმდინარე ფასებში, აშშ დოლარი

4,421.9

4,623.7

4,738.8

4 012.6

4 062.1

4 358.5

4 722.0

4 763.5

მუდმივ 2015 წლის ფასებში, დოლარი

4,943.2

5,099.8

5,015.0

4,012.6

3,958.4

3,914.8

4,064.1

3,845.0

მუდმივი 2011 წლის PPP საერთაშორისო დოლარი

8,061

8,381

8,772

9,013

9,253

9,706

10,155

10,674

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ცხრილ 1-ში წარმოდგენილი მონაცემებიდან, მშპ ერთ სულზე შემცირებულია მხოლოდ 2015 წლის ფასებში, აშშ დოლარში გამოსახული მაჩვენებლის მიხედვით, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ს დინამიკის აღსაწერად არარელევანტურია, რადგან რეალურად, მის მდგენელს უმეტესწილად გაცვლითი კურსი წარმოადგენს. ყველა სხვა შემთხვევაში, მშპ ერთ სულზე 2012 წელთან შედარებით გაზრდილია. ყველაზე მნიშვნელოვანია, 2015 წლის ფასებში გამოსახული რეალური მშპ-სა და მუდმივი PPP საერთაშორისო დოლარში გამოსახული მონაცემის ანალიზი. რეალური მშპ ერთ სულზე 2012 წელს 8162 ლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 10839 ლარს შეადგენს, ხოლო რეალური მშპ ერთ სულზე (საერთაშორისო მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით) 2012 წელს 8061 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 2019 წელს 10674 ლარს წარმოადგენს.

დოლარში კონვერტირებული მშპ-ის ანალიზისთვის გამოყენების სპეკულაციურობის ხაზგასასმელად, შესაძლებელია ცალკეული მაგალითების განხილვა. ასეთ მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ ნორვეგიის შემთხვევა, სადაც ნორვეგიული კრონის დოლართან გაუფასურების შედეგად 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 22 ათასი აშშ დოლარით შემცირდა და 74 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წელს ის 97 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. სინამდვილეში, ნორვეგიის ეკონომიკის რეალური მოცულობა არ შემცირებულა და არასწორი მონაცემის აღებას შეცდომაში შევყავართ. მსგავსი კლება სხვა რიგი ქვეყნების შემთხვევაშიც აღინიშნა, რადგან 2014 წლის მეორე ნახევარში დოლარი მსოფლიო მასშტაბით გამყარდა.

გრაფიკი 2: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე ნორვეგიაში, გამოსახული აშშ დოლარში

წყარო: მსოფლიო ბანკი

საქსტატი დასაქმებასა და უმუშევრობაზე სტატისტიკურ მონაცემებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის მიხედვით აქვეყნებს. გრაფიკ 1-ში ნაჩვენები კერძო სექტორის დასაქმების მონაცემები მოიცავს ყველა იმ პირს, რომელიც არ არის სახელმწიფო სექტორში დასაქმებული. მათ შორის, ამ კლასიფიკაციაში შედიან თვითდასაქმებულები. თავის მხრივ, სახელმწიფო სექტორში ასახულია ის პირები, რომლებიც დასაქმებულები არიან სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში, მათ მიერ დაფინანსებულ ან/და დაფუძნებულ/კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში და სახელმწიფო საწარმოებში.

გრაფიკი 2: დასაქმების მაჩვენებელი 2007-2017 წლებში (ათასი კაცი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2012 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1.372 მლნ-ს შეადგენდა, 2019 წლის მონაცემი კი 1.391 მლნ შეადგენს, რაც 1.3%-იანი ზრდაა. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით კლება არ ფიქსირდება, თუმცა შემდგომ წლებში კერძო სექტორში უფრო მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდრე 2019 წელს, რაც ნეგატიურ სურათს ქმნის.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი