საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში გამოვლენილ აშკარა სიყალბეთა შორის, მაგალითად, გვხვდება ინფორმაცია, რომ ჩინეთმა 48 საათში ააშენა სრულიად ახალი საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების სამკურნალოდ.

ფაქტების გადამმოწმებელთა გაერთიანებამ უკვე 10 დღეა რაც დაიწყო კოლაბორაციული პროექტი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით. შაბათის მონაცემებით, 30 ქვეყნის 78 ფაქტჩეკერით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა 180-ზე მეტი გადამოწმებული ფაქტი გამოაქვეყნა, რომელთა უმრავლესობა განსაკუთრებით ღია სიყალბეს და/ან სრულიად დაუჯერებელ ინფორმაციას შეიცავს.

ფაქტების გადამმოწმებელთა ნაწილს გაუჩნდა შეკითხვა: რამდენად შეუძლია ამ ახალ დაავადებას ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელებას? შესაძლებელია ასეთ დროს პანიკამ ადამიანებში აზროვნების უნარი შეაფერხოს?

ფაქტების შემმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში გამოვლენილ აშკარა სიყალბეთა შორის, მაგალითად, გვხვდება ინფორმაცია, რომ ჩინეთმა 48 საათში ააშენა სრულიად ახალი საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების სამკურნალოდ.

ზემოხსენებული ყალბი ამბავი გასულ დღეებში ვირუსულად გავრცელდა სულ მცირე ოთხ ქვეყანაში. 30 იანვარს, აღნიშნული ამბავი ფართოდ ზიარდებოდა თურქეთში ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოს მეშვეობით. ყაზახეთში იგივე ამბავი გაზიარდა ფეისბუქზე და ტექსტური შეტყობინებების საშუალებით. გამომდინარე აქედან, Teyit-მა and FactCheck.kz-მ გამოაქვეყნეს სტატიები, სადაც ახსნილია, რომ აღნიშნული ამბავი ეხება მშენებლობას, რომელიც რეალურად ორი წლის წინ დაიწყო.

მიუხედავად ამისა, მომდევნო დღეს აღნიშნული სიყალბე გავრცელდა შრი ლანკასა და ესპანეთში. Factcrescendo-ს და Newtral-ის ფაქტების გადამმოწმებლებმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერეს. გაჩნდა შეკითხვა: საერთოდ რატომ უნდა დაიჯეროს ეს ვინმემ? საავადმყოფოს აშენება კოლოსალურ ძალისხმევას მოითხოვს, ძლევამოსილ ჩინეთშიც კი.

ფაქტების გადამმოწმებლების გაკვირვებას ბოლო პერიოდში ასევე იწვევს ახალ ვირუსთან დაკავშირებული აბსურდულად ყალბი წინასწარმეტყველებები. პოპულარული გახდა პოსტები, სადაც ვხვდებით მტკიცებას, რომ „სიმპსონებმა“ და „ვენომმა“ კორონავირუსის ეპიდემია იწინასწარმეტყველეს, თუმცა რეალურად, არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება.

სიმპსონების ყვითელი ოჯახის შესახებ გადაღებული მულტსერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში, აშშ-ში ოსაკას გრიპი ვრცელდება. თუმცა, ფაქტების გადამმოწმებლებს ახსოვთ, რომ ოსაკა იაპონიის და არა ჩინეთის ქალაქია. „ვენომ“-ის სცენარი საერთოდ არ არის ეპიდემიის შესახებ. ფილმის გმირი არ ინფიცირდება ბაზარში გარეული ცხოველების ჭამით, რადგან ის უკვე მოწამლულია.

აშშ-ში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, FactCheck.org, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბილ და მელინდა გეითსების ფონდს არ უწინასწარმეტყველებია, რომ „სამი თვის წინ ჩატარებულ სიმულაციის თანახმად, კორონავირუსისგან 65 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება“. ფაქტების გადამმოწმებელთა გუნდმა განმარტა, რომ „ვებგვერდმა, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, რეალურად დაამახინჯა ფაქტები წარმოსახვითი ეპიდემიის შემთხვევაში საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნის სავარჯიშოს შესახებ.“

პანიკითა და შიშით გამოწვეული კიდევ ერთი სიგიჟე ღამურებს უკავშირდება. მეცნიერთა მტკიცების მიუხედავად, რომ აღნიშნულ არსებებსა და კორონავირუსს შორის კავშირის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს, განცვიფრებას იწვევს ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული სიცრუის მასშტაბები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, France 24-თან არსებულმა ფაქტების გადამმოწმებელთა ჯგუფმა „Observers“ გადაწყვიტა შვიდი ზემოხსენებული ვიდეოს გადამოწმება და დაასკვნა, რომ მათგან ხუთი ყალბია, ხოლო ორი ვიდეო გადამოწმებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, გთხოვთ გაავრცელოთ, რომ იუთუბზე, ტიკტოკზე, ვეიბოსა და ინსტაგრამზე განთავსებული ტრენდული ვიდეოები, სადაც ასახულია, როგორ „ჭამენ ადამიანები ღამურის სუპს და ავადდებიან კორონავირუსით“, მაღალი ალბათობით ყალბია. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანი, რომელზეც ქალია ნაჩვენები, 2016 წელს პალაუზეა გადაღებულია. მეორე, სადაც ფილიპინელი მამაკაცია ასახული, ფილიპინებზეა გადაღებული და 2016 წლის ივლისით თარიღდება.

გარდა ამისა, მოგიწოდებთ, არ გაავრცელოთ ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია თითქოს როგორ ყიდიან ვუჰანში არაჰიგიენურ პირობებში მყოფ გარეული ცხოველებს ეგზოტიკურ დელიკატესებად. ინდოეთში მოქმედმა ორგანიზაციამ Boom, დაადასტურა, რომ სულ მცირე ერთი ასეთი ვიდეო ინდონეზიაშია გადაღებული და არაფერი საერთო არ აქვს 2019 წლის კორონავირუსთან.

დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების გადამმოწმებლებმა რამდენჯერმე რეალურად გააბათილეს დამუშავებული ფოტო, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ადამიანებს თავი აარიდონ დაუცველ სექსს ცხოველებთან. ფეისბუქზე, ტვიტერსა და ვოთსაფის ჯგუფებში გაზიარებული ფოტო სინამდვილეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანაზიზაციის ტვიტერის ანგარიშზე 27 იანვარს გამოქვეყნებული პოსტის რედაქტირებული ვერსიაა. გთხოვთ, აღარ გააზიაროთ ეს სურათი.

#CoronaVirusFacts კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშები.

ანგარიში N1 (გამოქვეყნების თარიღი 28.01.2020): „კორონავირუსი: ფაქტჩეკერები 30 ქვეყნიდან დეზინფორმაციის 3 ტალღას ებრძვიან“

ანგარიში N2 (გამოქვეყნების თარიღი 30.01.2020): „ფოტოები და ვიდეოები, სადაც თითქოს კორონავირუსის შემთხვევებია ასახული, ფაქტჩეკერების გამოწვევას წარმოადგენს

* კრისტინა ტარდაგილა არის საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელის ასოცირებული დირექტორი და Agência Lupa-ს დამფუძნებელი. კრისტინა ტარდაგილას ელექტრონული ფოსტის მისამართია: [email protected]

* კორონავირუსის კოლაბორაცია: კოლაბორაციული პროექტი, რომელსაც კოორდინირებას უწევს საერთაშორისო ფაქტჩეკერთა ქსელი. პროექტი დაიწყო 2020 წლის 24 იანვარს და გაგრძელდება აღნიშნული მომაკვდინებელი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პერიოდში. განსხვავებულ დროით სარტყელში კომუნიკაციის და კონტენტის გაზიარების მიზნით ფაქტების გადამმოწმებლები იყენებენ საერთო Google Sheet-ს და Slack არხს. უახლესი ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჰეშტეგები #CoronaVirusFacts და #DatosCoronaVirus

აღნიშნული სტატია თავდაპირველად Poynter Institute-ის ვებგვერდზე www.poynter.org გამოქვეყნდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი