ანალიზი

18 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, „რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წლილისათვის“ დაბადების დღე მიულოცა. აღნიშნულ Facebook-პოსტს დიდი და, ამავდროულად, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, Facebook-ში შეიქმნა გვერდი სახელით - „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, რომელმაც შემდეგი დასპონსორებული პოსტი გამოაქვეყნა:

„22 თებერვალს საქართველო - ბელგიის სარაგბო მატჩზე ვუგულშემატკივროთ ბელგიას!!!

საქართველოს სამარცხვინო რაგბის კავშირმა დაბადების დღის მისალოც ტექსტში ბიძინა ივანიშვილს მეცენატი უწოდა.

„გაბედე“, „შეცვალე” , „სირცხვილია” , „20/30-იანელები“ და ერთიანი ოპოზიციის სახელით მოგიწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, 22 თებერვალს მოდით სტადიონზე და პროტესტის ნიშნად ვუგულშემატკივროთ ჩვენს მეტოქე ბელგიის ნაკრებს.

ვაჩვენოთ სამარცხვინო რაგბის კავშირს, რომ სამშობლოს ღალატი არ შერჩებათ.

ქვეყნის მოღალატეებისგან მსოფლიოს ჩემპიონობაც კი არ გვჭირდება. არც მაგ ბორჯღალის ტარების ღირსები ხართ გულზე რომ გახატიათ“.

აღნიშნული განცხადება საკუთარი პლატფორმებიდან გაერთიანებული ოპოზიციის რომელიმე წევრს და არც „გაბედეს“, „სირცხვილიას“, „შეცვალეს“ და „20-30-იანელებს“ არ გაუვრცელებია. ფაქტ-მეტრი ზემოთ ჩამოთვლილ სამოქალაქო მოძრაობებს დაუკავშირდა და თითოუელმა მათგანმა მსგავსი განცხადების გაკეთება უარყო. ამჟამად, Facebook-გვერდი „ბოიკოტი რაგბის კავშირს“, გაუქმებულია ან აღარ არის საჯარო.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი