რეზიუმე

Facebook-გვერდმა - Unofficial Conspiracies - გამოაქვეყნა ვიდეო და თან დაურთო წარწერა, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონში „ლგბტ პრაიდს დედა *******. იყო სროლაც, ეხლა წერეთ ტაბურეტკაო“. განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაშინგტონში ლგბტ პრაიდზე იყო სროლა, არ დასტურდება არც ერთი წყაროს მიერ. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო მედია და ოფიციალური პირი მსგავს ფაქტს უარყოფს. მათ შორის, გვერდის მიერ ვიდეოს წყაროდ გამოყენებული NTV Houston აღნიშნავს, რომ გასროლა არ მომხდარა. მეტიც, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს თავდასხმის შესახებ და მსგავსი კადრი არც ვიდეოშია ასახული. გვერდ Unofficial Conspiracies მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დარწმუნებას, თითქოს აშშ-ში ლგბტ დემონსტრაციებზე მოხდა ძალადობა და თავდასხმა.

ანალიზი

Facebook-გვერდმა - Unofficial Conspiracies - გამოაქვეყნა ვიდეო და თან დაურთო წარწერა, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონში „ლგბტ პრაიდს დედა *******. იყო სროლაც, ეხლა წერეთ ტაბურეტკაო“. ვიდეოში ასახულია ვაშინგტონში გამართულ პრაიდზე მომხდარი ინციდენტი, რასაც მარშის დაშლა მოჰყვა. Facebook-გვერდ Unofficial Conspiracies-ის მტკიცებით, პრაიდს თავს დაესხნენ, რასაც სროლა მოჰყვა. Unofficial Conspiracies-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კადრებთან დაკავშირებით სიმართლეს არ ასახავს და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ გვერდი გამოირჩევა ლიბერალიზმის კრიტიკითა და ლგბტ საზოგადოების დისკრედიტაციით. მას ჰყავს 20 ათასზე მეტი გამომწერი, ხოლო კონკრეტულად ამ ვიდეოს აქვს 227 რეაქცია და 38 კომენტარი.

როგორც ვიდეოში მითითებული ლოგოდან ჩანს, აღნიშნული კადრები გაავრცელა NTV Houston. განსხვავებით Unofficial Conspiracies-სგან, რომელიც ირწმუნება, რომ ვაშინგტონში პრაიდს სროლა და დაპირისპირება მოჰყვა, თავდაპირველი წყარო იუწყება, რომ ქუჩაში გაისმა გაურკვეველი ხმა, რაც პრაიდის მონაწილეებს სროლა ეგონათ. სწორედ ამ ხმაურს მოყვა პრაიდის მონაწილეების დაშლა. პოლიციის ინფორმაციით, პანიკის დროს (გაქცევისას მოხდა მცირე ჭყელტა) დაშავებული 7 ადამიანი საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებითგადაიყვანეს, ხოლო რამდენიმეს შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მომხდართან დაკავშირებით, ვაშინგტონის მერის მოადგილემ კევინ დონაჰიუმ Twitter-ზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ხალხს სროლა ეგონა და ამას გაურბოდა, მაგრამ შემთხვევის ადგილას მსროლელი არ ყოფილა. ამ ფაქტთან დაკავშირებით BBCწერს,რომ ერთი ადამიანიადაკავებული, რომელმაც დემონსტრაციაზე ე.წ. BB gun (იარაღი, რომელიც წნევის მეშვეობით ისვრის პატარა მრგვალ მეტალის ბურთებს. ძირითადად სპორტული და გასართობი დანიშნულებისაა, თუმცა მას სანადიროდაც იყენებენ) ამოიღო. იმის მიუხედავად, რომ ზოგი ადამიანი ამტკიცებს, რომ გასროლის ხმა ნამდვილად გაიგონეს, ამის არანაირი სამხილი არ არსებობს.

იგივე მტკიცდებასხვა მედიების მიერ გავრცელებულ სტატიებშიც. Reuters-ის თანახმად, ვაშინგტონის პოლიციის მაღალჩინოსანი, გილერმო რივერა, აცხადებს, რომ პოლიციამ გასროლის ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა; ამავეს იტყობინება NBC Washington ვაშინგტონის პოლიციის სხვა მაღალჩინოსნის, პიტერ ნიუშამის განცხადებაზე დაყრდნობით. რაც შეეხება პრაიდზე თავდასხმას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ჩანს, არც გავრცელებულ ვიდეოში და არც რომელიმე ოფიციალური წყაროსა თუ პირის განცხადებაში. დიდი ალბათობით, ცნობა, ვაშინგტონში გამართულ პრაიდზე თავდასხმის შესახებ Facebook-გვერდის - Unofficial Conspiracies-ის გამოგონილი ამბავია.

Unofficial Conspiracies-ის მიერ აღნიშნული ყალბი ამბის გავრცელება, ქართული კონტექსტის გათვალისწინებით,ლგბტ ჯგუფების მიმართ ძალადობის წახალისებასა და გამართლებას ისახავს მიზნად.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი