ბათუმის მერიის მიერ 2018 წელს გამოცხადებული და ჩატარებული ტენდერების შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. ამჯერად 2019 წლის სახელმწიფო ტენდერებს შევეხებით, კერძოდ, ბათუმის მერიის მიერ ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება/ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

წელს ამ მიზნით ორი ტენდერი გამოცხადდა. პირველ ტენდერში (NAT190000167) მხოლოდ ერთი მონაწილე იყო, შპსავტო მასტერ სერვისი“. საპრეისკურანტო ღირებულება (ნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში წინასწარ დეტალურად არის მითითებული მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ღირებულება და მოცემულია ჯამური ღირებულება. მხარეები წინასწარ თანხმდებიან, რომ ეს ფასები იქნება განმსაზღვრელი საჭიროების შეთხვევაში, თუმცა, ბუნებრივია, ყველა დეტალის შეცვლა/აღდგენა და ყველა ჩამოთვლილი მომსახურება საჭირო არ გახდება) 54 500 ლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების საერთო ღირებულება - 30 000 ლარით. მეორე ხელშეკრულება, რომლის საპრეისკურანტო ღირებულება 85 888 ლარს შეადგენს, ხოლო საერთო ღირებულება 70 000 ლარს, გაფორმებულია შპსთეგეტა მოტორსთან“, 2019 წლის 12 თებერვალს. ამ ტენდერში (NAT190000158) ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია მიეცა.

ჯამში, ორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 100 000 ლარი შეადგინა.ერთ ხელშეკრულებაში ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია ცხრა ავტომობილზე, ხოლო მეორე ხელშეკრულება 21 სატრანსპორტო საშუალების მომსახურების შესყიდვას გულისხმობს.

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდი

თუ ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება/ტექნიკური მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით ვიმსჯელებთ, თითოეული კონტრაქტის ხარჯთაღრიცხვით, ერთ ავტომობილზე, საშუალოდ, 3 333 ლარი მოდის.

გარდა ამ ორი ხელშეკრულებისა, 2019 წლის მიმდინარე პერიოდის მიხედვით, ბათუმის მერიას სატრანსპორტო საშუალებებისთვის ზეთებისა და ზეთის ფილტრების, აკუმულატორებისა და საბურავების შეძენის, ასევე, პარკინგის, დაზღვევისა და GPS-ით მონიტორინგის მომსახურებისთვის გაფორმებული აქვს კიდევ შვიდი ხელშეკრულება, აქედან ხუთი - „თეგეტა მოტორსთან, ერთი - სადაზღვევო კომპანიაალფასთანდა ერთიც - „I GPS ოპერატორთან“, ჯამში 7 695 ლარის ღირებულების.

რაც შეეხება 2019 წლისთვის ბათუმის მერიის მიერ სხვადასხვა მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებს, მაისის ჩათვლით უკვე განხორციელებულია 59 შესყიდვა, რომელთა ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 11 270 821 ლარს შეადგენს, აქედან 35 შესყიდვა ანუ 59.32% ერთადერთი პრეტენდენტით მიმდინარეობდა და ხელშეკრულებებიც მათთან გაფორმდა. თანხობრივად, ეს წელს გაფორმებული ყველა კონტრაქტის მთლიანი ღირებულების 93.28%- შეადგენს.

საინტერესო დეტალები იკეთება მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებულ ტენდერთან (NAT190004715) დაკავშირებით, რომელსაც ერთი პრეტენდენტი ჰყავდა. ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე გამარჯვებული შპსბათუმი 2014“ შემსყიდველს, ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას 26 700 ლარად სთავაზობს. ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ყურადღებას იქცევს, რომ ერთი ბოთლი 0.5-ლიტრიანი სასმელი წყლის ღირებულებად მითითებულია 70 თეთრი, სულ 700 ლარი 1 000 ბოთლისთვის. ასევე, დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბარათების დაბეჭდვა, ერთი ბარათი - 10 ლარი და ამდენივე - ერთი წყვილი წინდა; 5 ლარი - ერთი ცალი საინფორმაციო ტრიპლეტის ბეჭდვა; 8 ლარი - ერთი ცალი ორმხრივი სილიკონის სამაჯურის დამზადება; 1 ცალი ჰელიუმის ბუშტი - 4 ლარი (ჩვენ ამ ფასებს ინტერნეტსაიტებზე გადავხედეთ. მათი ღირებულება შედარებით იაფია. მაგალითად: მრგვალი ფორმის ჰელიუმის ბუშტი 1.5 ლარი ღირს, გულის ფორმის - 2.5 ლარი, მანათობელი - 2.70 ლარი და მხოლოდ ფოლგირებული ბუშტის ფასია 5 ლარი, თუმცა ხარჯთაღრიცხვაში არაა მითითებული, რომ მიმწოდებელი სწორედ ამ სახის პროდუქციის შეძენას აპირებს. ასევე 0.5-ლიტრიანი სასმელი წყლის ფასი მაღაზიაში 50-55 თეთრია, საბითუმო ღირებულება კი - კიდევ უფრო დაბალი).

ერთადერთი მონაწილეები და გამარჯვებულები არიან: „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“, „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“, „ავტო მასტერ სერვისი“, „სტომა დენტი“, შპს СЕВЕР“, „ბლექ სი“, „სთეფ ფორვარდი“ (2017-2019 წლებში მისი მომსახურებით მუდმივად სარგებლობენ ბათუმის მერია და აჭარის / საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი), „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“, „ფარმა“ (ეს კომპანია ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებულია ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდების არაერთ ტენდერში, მის დაფუძნებაზე განცხადების წარმდგენია შპსპსპ“) და შპსსანდასუფთავება“. ეს უკანასკნელი ბათუმის მერიის ორგანიზაციაა და ქალაქის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და ამ ტიპის მომსახურებებთან დაკავშირებულ მრავალმილიონიან ტენდერებში ყოველთვის უკონკურენტო მონაწილე და გამარჯვებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდერი, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდებოდა, იყო ბათუმის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის შემუშავების 1-ლი ეტაპი. ლაშა კომახიძე თავისი მერობის ერთ-ერთ მიღწევად სწორედ ამ გეგმის შემუშავებას ასახელებდა. 1 101 694 ლარიანი ტენდერი (CNT190000024) 2019 წლის 18 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება შესაძლებელი იყო 2019 წლის 1-ლიმაისის ჩათვლით. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტენდერი არ შედგა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი