რეზიუმე: რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ფარგლებში სოფელ საჩინოსთან აშენდა საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი. ხიდის სიგრძე 1 180 მეტრია. მანამდე, ყველაზე გრძელი ქალაქ გორთან მდინარე ლიახვზე არსებული პარალელური ხიდები იყო, რომელთა სიგრძე 880 მეტრია. საბჭოთა პერიოდის საქართველოში, ყველაზე გრძელი ხიდი თბილისში მდებარე დიღმის (მინდელის ხიდი) ხიდი იყო, რომელიც 1989 წელს დიღმის თემქასთან და გლდანთან დასაკავშირებლად აშენდა. ხიდის სიგრძე 592 მეტრია.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: „ყველაზე გრძელი ხიდი ავაშენეთ რაც კი აშენებულასაბჭოთა კავშირისდაშლის შემდეგ საქართველოში“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე სულ 1 609 ხიდი ირიცხება, აქედან 567 ხიდი საერთაშორისო მნიშვნელობისაა, 1 042 კი, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ხიდები მუნიციპალიტეტების ბალანსზეა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს 29 ახალი ხიდი აშენდა. სულ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2013-2018 წლები), 155 ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა.

2018 წლის ივნისში დასრულდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, სოფელ საჩინოსთან, აშენდა საქართველოში ამ დროისთვის ყველაზე გრძელი ხიდი. ხიდის სიგრძემ 1 180 მეტრი შეადგინა. ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დააფინანსა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079 ლარი იყო.

რაც შეეხებასაბჭოთა კავშირისდაშლის შემდეგ აშენებულ ხიდებს, ჩვენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან შესაბამისი სტატისტიკა გამოვითხოვეთ. მათ აშენებული ხიდების შესახებ სტატისტიკა 2003 წლიდან მოგვაწოდეს. სამინისტროს ინფორმაციით, 2003-2012 წლებში სულ 39 ხიდი აშენდა. მათ შორის, ყველაზე გრძელი ხიდი ქალაქ გორთან, მდინარე ლიახვზე აშენებული პარალელური ხიდები იყო. ხიდის სიგრძე 880 მეტრია. რაც შეეხება 2003 წლამდე პერიოდს, ფაქტ-მეტრის ინფორმაციით, მსგავსი სიგრძის ხიდისაბჭოთა კავშირისდაშლიდან 2003 წლამდე პერიოდში არ აშენებულა.

საბჭოთა პერიოდის საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი თბილისში მდებარე დიღმის (მინდელის ხიდი) ხიდი იყო, რომელიც 1989 წელს დიღმის თემქასთან და გლდანთან დასაკავშირებლად აშენდა. ხიდის სიგრძე 592 მეტრია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი