რეზიუმე: ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები, სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. მიმდინარე ანგარიში საგადასახდელო ბალანსის კომპონენტია და მოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. მიმდინარე ანგარიშის დადებითი სალდო ნიშნავს, რომ ქვეყანაში მეტი ფულადი სახსრები შემოედინება, ვიდრე გაედინება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რაც პოზიტიური მოვლენაა.

2018 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად დაფიქსირდა. 2010-2017 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, შეადგენდა დაახლოებით 10.8%-ს, ხოლო 2018 წლის მესამე კვარტალში,მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა რომელიც დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, დადებით დონეს - მშპ- 0.3%- მიაღწია. აღნიშნული თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მოყვანილ მაჩვენებლებთან.

ანალიზი

2018 წლის 31 დეკემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, პირად ფეისბუქ გვერდზე განათავსა პოსტი შინაარსით: „პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში,მიმდინარე ანგარიშის ბალანსმა მცირე, მაგრამ დადებით დონეს - მშპ- 0.3%- მიაღწია. ისტორიულად, საქართველოში ეს მაჩვენებელი ყოველთვის უარყოფითი იყო. 2010 წლის შემდეგ კი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოდ მშპ- 11% აღწევდა“.

ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისგან.

მიმდინარეანგარიშიმოიცავს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები).

კაპიტალისანგარიშიშედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება. ფინანსურიანგარიშიმოიცავს ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს და სარეზერვო აქტივებს. თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით).

2018 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო, რაც ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის კომპონენტების ხარჯზე ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვიდა, ვიდრე გავიდა. საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ცხრილი1:საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დინამიკა 2010-2018 წლებში

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2017 III კვარტალი

2018 III კვარტალი

მშპ (მლნ ლარი)

20 743

24 344

26 167

26 847

29 150

31 756

34 028

37 847

9 872

10 587

მშპ (მლნ დოლარი)

11,637

14 438

15 848

16 140

16 508

13 988

14 378

15 088

4 078

4 185

მიმდინარე ანგარიში (მლნ დოლარი)

-1 195

-1 843

-1 886

-958

-1 789

-1 763

-1 889

-1 333

-124.9

11.9

მიმდინარე ანგარიშის ფარდობა მშპ-თან(%)

-10.3

-12.8

-11.9

-5.9

-10.8

-12.6

-13.1

-8.8

-3.1

0.3

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 1 მლრდ 333 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ამავე წლის III კვარტალში ეს მონაცემი 124.9 მლნ აშშ დოლარი იყო (მშპ-ს 3%). 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი შეადგენს დაახლოებით 12 მლნ აშშ დოლარს, რაც შესაბამისი პერიოდის მშპ-ს 0.3%-ია. 2010-2017 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ -10.8%-ის ნიშნულზეა.

გრაფიკი 1: მიმდინარე ანგარიში 2000-2018 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

როგორც გრაფიკ 1-ზე ჩანს, 2000-2018 წლამდე მიმდინარე ანგარიში დეფიციტური იყო, გამონაკლისი მხოლოდ 2018 წლის მესამე კვარტალია, როცა პროფიციტი ფიქსირდება. რაც შეეხება ცვლილებებს კომპონენტების დონეზე, მათ ცხრილი 2 ასახავს.

ცხრილი 2: მიმდინარე ანგარიში 2017 და 2018 წლების მესამე კვარტლებში (ათასი აშშ დოლარი)

III კვ. 2017

II კვ. 2018

III კვ. 2018

მიმდინარე ანგარიში

-124,907

-364,032

11,906

საქონელი

-978,671

-1,030,099

-1,004,547

შემოსავალი

924,092

1,146,980

1,133,714

გასავალი

-1,902,763

-2,177,079

-2,138,261

მომსახურება

848,030

574,214

950,103

შემოსავალი

1,425,009

1,119,533

1,560,171

გასავალი

-576,978

-545,319

-610,068

შემოსავალი

-274,279

-259,392

-242,945

შემოსავალი

319,078

322,539

315,097

გასავალი

-593,356

-581,931

-558,042

მიმდინარე ტრანსფერტები

280,013

351,245

309,294

შემოსავალი

313,562

383,197

345,491

გასავალი

-33,550

-31,952

-36,197

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2018 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის მუხლი შემცირდა 25 მლნ აშშ დოლარით, მომსახურების (ტურიზმი, ტრანსპორტი) მუხლი გაიზარდა 102 მლნ აშშ დოლარით, შემოსავლების მუხლი გაიზარდა 31 მლნ აშშ დოლარით, მიმდინარე ტრანსფერტები გაიზარდა 29 მლნ აშშ დოლარით. 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 2018 წლის მესამე კვარტალში ვაჭრობის მუხლი გაიზარდა 25 მლნ აშშ დოლარით, მომსახურების მუხლი გაიზარდა 375 მლნ აშშ დოლარით, შემოსავლების მუხლი გაიზარდა 16 მლნ აშშ დოლარით, მიმდინარე ტრანსფერტები შემცირდა 42 მლნ აშშ დოლარით.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი