იტვირთება

გუნდი

ნაზიბროლა რეხვიაშვილი
უფროსი ანალიტიკოსი

ნაზი რეხვიაშვილი Factcheck-ის გუნდს 2016 წელს შემოუერთდა და იკავებს უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას, მუშაობს აჭარის რეგიონში. 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ჟურნალისტის სპეციალობით.

1999-2003 წლებში მუშაობდა ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. იყო ტელეკომპანია „ქუთაისის“ ჟურნალისტი, წერდა ჟურნალ „არ იდარდოსა“ და სხვა რეგიონული გამოცემებისთვის. 2012 წლიდან მუშაობს გაზეთ „აჭარა P.S.“-ში. 2017 წლიდან მუშაობს დამოუკიდებელ საგამოძიებო სტუდია „რეკში“, გადაღებული აქვს საგამოძიებო ფილმები. 2015 წლიდან მუშაობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრ ორგანიზაცია „იალქანში“, არის რამდენიმე პროექტის ავტორი და ტრენერი. მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო პროგრამაში. გავლილი აქვს ტრენინგები PR-ის, ინტერკულტურული ურთიერთობების გაშუქებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, მონაცემთა ბაზების გამოყენებისა და ღია მონაცემთა დამუშავების, საზოგადოებრივი აზრის კვლევის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) თაობაზე. 2017 წელს მონაწილეობდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ტრენინგში საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ. 

გავლილი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ონლაინკურსი მუნიციპალური საჯარო ფინანსების მიმართულებით.

არის Drive Democracy-ის კურსდამთავრებული.

ფლობს რუსულ ენას.

უკან დაბრუნება
იხილეთ ყველა სტატია

რეგიონები

იხილეთ ვრცლად
3368 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი