გუნდი

ვერიკო სუხიაშვილი
უფროსი ანალიტიკოსი

ვერიკო სუხიაშვილი FactCheck-ის გუნდის წევრია დაარსების დღიდან და  უფროსი ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს. ის სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და თვითმმართველობის საკითხების მიმართულებით მუშაობს.

ვერიკომ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2000-2005 წლებში ის წერდა გაზეთებისთვის: „თბილისის მიმომხილველი“ და „მეოთხე“. 2003-2005 წლებში ვერიკო  კერძო სკოლა „ქორალში“ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. 2005-2008 წლებში ის  სხვადასხვა კერძო კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის უფლებამოსილებას ახორციელებდა. 2010-2012 წლებში ვერიკო  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2008-2016 წლებში, კი ლიტერატურულ ვებგვერდ lit.ge-ში კორექტორ-მთარგმნელის მოვალეობას ასრულებდა. მონაწილეობა აქვს მიღებული  სხვადასხვა ტრენინგსა და სასწავლო პროგრამაში. გავლილი აქვს  ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტში და ტრენინგ კურსი ადგილობრივი თვითთმმართველობის საკანონმდებლო,  საფინანსო-საბიუჯეტო და მენეჯმენტის საკითხებში.  

უკან დაბრუნება
იხილეთ ყველა სტატია

პროპაგანდა

იხილეთ ვრცლად
5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი