იტვირთება

გუნდი

დავით ნაროუშვილი
ანალიტიკოსი

2020 წლის აპრილიდან დავითი მუშაობს საქართველოს რეფორმების ასოციაციაში (GRASS), დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართულებით.

დავითმა 2014 წელს მოიპოვა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (მეორადი სპეციალობა - პოლიტიკური მეცნიერებები). შემდეგ, სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ევრაზიისა და კავკასიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, სადაც 2015 წელს მოიპოვა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია და ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა ჰელსინკის უნივერსიტეტში (ალექსანტერის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტუტი). 

დავითი ასევე არის ფრილანსერი ავტორი და ეროვნული უსაფრთხოების ფონდისთვის (NSF) წერს ანალიტიკურ სტატიებს საგარეო და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე (პარალელურად წერს სტატიებს ვიკიპედიის ქართული გამოცემისთვის). 2017-19 წლებში დავითი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცეტრში (GSAC) მუშაობდა მკვლევარად ასევე კოორდინაციას უწევდა GSAC აკადემია-ს მუშაობას. 2016 წელს, დავითი იყო ორგანიზაცია რეგიონული თანამშრომლობის ცენტრის გამგეობის წევრი, სადაც მისი ორგანიზებით განხორციელდა არაერთი რეგიონული და საერთშორისო პროექტი. 2015-დან 2016 წლამდე დავითი მუშაბდა საერთაშორისო ურთიერობეის სპეციალისტად საქართველოს განვითარების ფონდში. 2014 წელს მას ასევე გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტმანეტში. 2012-2013 წლებში დავითი მუშაობდა ინტელექტისა და გაათლების საერთაშორისო სკოლაში (ISIE) საგრეო ურთიერთობების მენეჯერად. დავითს ასევე აქვს ტრენერობის გამოცდლება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, კონფლიქტები და დეზინფორმაცია/პროპაგანდა. 

უკან დაბრუნება
იხილეთ ყველა სტატია

რეგიონები

იხილეთ ვრცლად
3136 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი