გუნდი

ნინო ჩიბჩიური
რეგიონული ანალიტიკოსი
2006 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წლიდან და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, მათ შორის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთსა“ და ტელეკომპანია „დიაში“, საინფორმაციო სამსახურის მენეჯერად და გადაცემების პროდიუსერად. აგრეთვე, სხვადასხვა დროს ნინო მუშაობდა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში, რადიო „უცნობში“, რადიო “ქალაქში” (კონფლიქტის ზონის კორესპონდენტად) და გორის უნივერსიტეტში (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი).
ამჟამად, ის არის ჟურნალის „ლიახვის ხეობის“ რედაქტორი; გორის სათემო რადიოს ახალი ამბების რედაქტორი და პროექტების მენეჯერი; „ქართული მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეპორტიორი შიდა ქართლის რეგიონში.
არის სხვადასხვა პრიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, 2015 წელს მიენიჭა ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომლის ფარგლებშიც ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა ლონდონში. ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ორკვირიან სტაჟირებაზე პოლონეთის მედიასაშუალებებში.
ნინოს ინტერესის სფეროებს წარმოადგენს კონფლიქტები, რომლის შესახებაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ცხინვალელ კოლეგებთან ორჯერ მიიღო მონაწილეობა, კოსოვოსა და მოლდოვაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ამჟამად, ნინო არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (შიდა ქართლი).
უკან დაბრუნებაყველაზე კითხვადი
-
17 ათასი ადამიანი ცხოვრობს ჩოხატაურში და
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
ზარქუას სიძეს 20-მილიონიანი ტენდერი აქვს
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
300 000-მდე ადამიანს 800 ლარამდე აქვს ან
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას -
სოციალურ ქსელში პერუელ დოკუმენტალისტად წ
ყალბი ამბავიყალბი ამბავი -
[შესწორებულია] გიორგი ვაშაძე აქირავებს რ
მეტწილად მცდარიგანცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა