გუნდი

ნინო ჩიბჩიური
რეგიონული ანალიტიკოსი
2006 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წლიდან და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, მათ შორის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთსა“ და ტელეკომპანია „დიაში“, საინფორმაციო სამსახურის მენეჯერად და გადაცემების პროდიუსერად. აგრეთვე, სხვადასხვა დროს ნინო მუშაობდა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში, რადიო „უცნობში“, რადიო “ქალაქში” (კონფლიქტის ზონის კორესპონდენტად) და გორის უნივერსიტეტში (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი).
ამჟამად, ის არის ჟურნალის „ლიახვის ხეობის“ რედაქტორი; გორის სათემო რადიოს ახალი ამბების რედაქტორი და პროექტების მენეჯერი; „ქართული მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეპორტიორი შიდა ქართლის რეგიონში.
არის სხვადასხვა პრიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, 2015 წელს მიენიჭა ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომლის ფარგლებშიც ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა ლონდონში. ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ორკვირიან სტაჟირებაზე პოლონეთის მედიასაშუალებებში.
ნინოს ინტერესის სფეროებს წარმოადგენს კონფლიქტები, რომლის შესახებაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ცხინვალელ კოლეგებთან ორჯერ მიიღო მონაწილეობა, კოსოვოსა და მოლდოვაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ამჟამად, ნინო არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (შიდა ქართლი).
უკან დაბრუნებარეგიონები
იხილეთ ვრცლად-
ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა და უკონტროლო ხელშეკრულებები - აუ
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
[ვაქცინაციის პროცესზე] აჭარაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილ
სიმართლეგანცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია -
[აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული] კომპანიების
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
ყველაზე კითხვადი
-
საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გა
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
WHO: AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
მანამდე ერთი კვირა იყო გავრილოვი აქ და ფ
ტყუილიგანცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია -
სად არიან სტრატკომები, სტრატკომები სად ა
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი -
COVID-19-ის ვაქცინების მოქმედების მექანი
გაზეთი ფაქტ-მეტრიგაზეთი ფაქტ-მეტრი