• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში რომის პაპის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

სოციალურ ქსელში რომის პაპის AI გენერირებული ფოტო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), ფოტოკოლაჟს ავრცელებს, რომელშიც რომის პაპს ლგბტ დროშა აქვს შემოხვეული. პოსტს ავტორი შემდეგ წარწერას ურთავს: „რუსეთი ქრისტიანული სამყაროს ბოლო საყრდენია. კათოლიციზმი დამთავრდა“. რეალურად, კოლაჟში წარმოდგენილი ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

 

გენერირებული ფოტოები შარშან სოციალურ ქსელებში ფართოდ გავრცელდა, რასაც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP Fact Check გამოეხმაურა. AFP-ის  სტატიაში აღნიშნულია, რომ ფოტოს თავდაპირველი ვერსია X პლატფორმაზე 2023 წლის აპრილში გავრცელდა და ავტორი აღწერაშივე ურთავს ისეთ AI პროგრამებს, როგორიცაა: #midjourneyv5  და  #midjourney. 

  

ფოტოები რომ AI გენერირებულია, ვიზუალური დაკვირვებაც ცხადყოფს. ფოტოებზე შესამჩნევია, რომ დროშის ხაზების ფორმა და ფერი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამავდროულად, როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ რომის პაპის კანი, განსაკუთრებით ხელებზე, საკმაოდ გლუვი და არაბუნებრივია.

 

ფოტო რომ გენერირებულია, მოწმობს პაპ ფრანცისკეს ჯვარიც.  პაპის ნამდვილ ფოტოებში ჩანს, რომ მის ჯვარზე გამოსახულია იესო  და ცხვრის ფარა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტოზე მსგავსი გამოსახულება არ ჩანს.

შესაბამისად, რომის პაპის ფოტო სინამდვილეს არ ასახავს. იგი ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

ცნობისთვის, AI-ის მიერ შექმნილი რომის პაპის ფოტოები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრეც მოხვედრილა (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
AI
აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა
ლგბტ დროშა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა