• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
კორონავირუსის „აზიმაკით“  მკურნალობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კორონავირუსის „აზიმაკით“ მკურნალობის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში  ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მედიკამენტ „აზიმაკით“ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელება შესაძლებელია. აღნიშნულ დეზინფორმაციას მარინა ღუღუნიშვილი ავრცელებს, მისი თქმით, ის ონლაინ კლინიკაში მუშაობდა და კოვიდისგან პაციენტები აზიმაკით გამოაჯანმრთელა. 

Covid-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა. ანტიბიოტიკი, მათ შორის აზიმაკი, ვირუსებზე არ მოქმედებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ  აზიმაკით Covid-19-ისგან გამოჯანმრთელება შესაძლებელია, არის ყალბი ამბავი. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია ზრდის თვითმკურნალობის რისკებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა აკაკი აბუთიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „ის, რომ თითქოს ანტიბიოტიკი იწვევს გამოჯანმრთელებას, ეს არ არის სწორი. აზიმაკი არის ანტიბიოტიკი, კოვიდი არის ვირუსული ინფექცია და მას თუ არ ახლავს თან მეორადი ბაქტერიული ინფექცია, ანტიბიოტიკები არ სჭირდება. განსაკუთრებით ბინაზე დატოვებულ მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს. კატეგორიულად არ შეიძლება თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნულების გარეშე ანტიბიოტიკის ან სხვა მედიკამენტის მიღება“.

მარინა ღუღუნიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე განმარტავს, როდის უნდა მიიღოს კოვიდპაციენტმა „აზიმაკი“, ის ასევე მიუთითებს კონკრეტულ დოზებს. მისი მტკიცებით, „თუ მაღალი სიცხეები 4 დღე გაგრძელდება, უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და თუ ბაქტერიული ფონი წამოსულია, უნდა დაინიშნოს აზიმაკი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ განმარტება ექიმ აკაკი აბუთიძეს ვთხოვეთ, მისი თქმით: „ეს არის ძალიან ზედაპირული ნათქვამი, თითოეული შემთხვევა არის ინდივიდუალური. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკის ჩართვაც. ზოგადად  ვირუსული ინფექციების დროს უმეტეს შემთხვევაში საჭირო არ არის“.

მტკიცება, რომ „აზიმაკით“ კოვიდისგან გამოჯანმრთელდნენ, აბსურდულია, რადგან ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიებს ანადგურებს და ვირუსებზე არ მოქმედებს. ამიტომაც, Covid-19-ის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით ანტიბიოტიკი არ გამოიყენება. ანტიბიოტიკის, მათ შორის „აზიმაკის“ გამოყენება შესაძლოა, საჭირო გახდეს თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობისას, თუმცა  მის საჭიროება ექიმის მიერ ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნულების გარეშე, ანტიბიოტიკების ან სხვა სახის მედიკამენტების მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა!

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აზიმაკი
ჟურნალისტები
ჯანმრთელობა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა