• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობა აცრილია და ბევრი აცრილია დაღუპული... სტატისტიკას არ ამხელენ

დეზინფორმაცია: ჰოსპიტალიზებული პაციენტების უმეტესობა აცრილია და ბევრი აცრილია დაღუპული... სტატისტიკას არ ამხელენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

08/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ის მომხმარებელი მაია ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის ავტორის თქმით, ის  ერთ-ერთ კლინიკაში (რომელსაც არ ასახელებს) იმყოფებოდა, სადაც ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა აცრილი იყო. მისივე მტკიცებით, კორონავირუსით ბევრი აცრილია გარდაცვლილი და სტატისტიკას არ ამხელენ. 

მტკიცება, რომ საქართველოში სტატისტიკას მალავენ, არის დაუსაბუთებელი და აბსურდული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტურობის შეფასების მიზნით, საქართველოში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიმდინარეობს ვაქცინაციის შემდგომი მონიტორინგი, დეტალურად აღირიცხება ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროების და გარდაცვალების შემთხვევები. აქვე აღსანიშნავია, რომ ვაქცინის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების ზედამხედველობა ხორციელდება. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პერიოდულად აქვეყნებს ვაქცინაციის შედეგების ანალიზს. ბოლო ანგარიში 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყების დღიდან) 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან  სრულად ვაქცინირებული იყო 814 771 პირი. მათ შორის SARS-CoV-2 ლაბორატორიულად დაუდასტურდა 11 403 პირს. ამავე  პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში რეგისტრირებულია SARS-CoV-2-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 279 987 შემთხვევა.  

ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის ეფექტურობა: კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ზოგადი ეფექტურობა 93.3%-ია. მათ შორის: ≥60 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია 92.3%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისაგან, 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისაგან დაცვის ეფექტურობა 94.6%-ია.

ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან (ICU-ში მოხვედრისაგან) დაცვის ეფექტურობა: ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა საჭირო გახდა სრულად ვაქცინირებულ 72  პირის შემთხვევაში. ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროებისაგან, სრული ვაქცინაციით განპირობებული დაცვა 97.8%-ია.

ლეტალური გამოსავლისგან დაცვის ეფექტურობა: 2021 წლის 15 მარტი - 30 სექტემბრის პერიოდში, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან მოყოლებული, >18 წლის პოპულაციაში, რეგისტრირებულია SARS-CoV 2-ით დადასტურებული 5 469 გარდაცვალების შემთხვევა,  გარდაცვლილთა 98.96% (5 412) არავაქცინირებული იყო, ხოლო 1.04% (57) - ვაქცინირებული.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს ვაქცინირებულ ადამიანებს მარტივად არ გადააქვთ ვირუსი, ჰოსპიტალიზებულთა უმეტესობა ვაქცინირებულია და კორონავირუსით ბევრი აცრილია დაღუპული, არის ყალბი ინფორმაცია. საქართველოში ვაქცინაციის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა,  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კორონავირუსით ინფიცირების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ინფიცირების შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 92.3%-ია, დაავადების მძიმე გართულებისგან დაცვის მაჩვენებელი კი 97.8%, გარდაცვალებისგან დაცვის მაჩვენებელი კი თითქმის 99%-ია. 

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აცრილები
თენგიზ ცერცვაძე
ჰოსპიტალიზაცია
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა