• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ოთხი აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტი, ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო მოკლეს

დეზინფორმაცია: ოთხი აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტი, ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო მოკლეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ოთხი აფრიკული ქვეყნის პრეზიდენტი, ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამო მოკლეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქართულ სოციალურ სივრცეში გამოჩნდა უცხოელ კონსპიროლოგებში ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია სხვადასხვა აფრიკული ქვეყნის ლიდერის გარდაცვალების შესახებ. კონსპიროლოგები მათ სიკვდილს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ მათ სკეპტიკურ დამოკიდებულებას უკავშირებენ. ქართულ სოციალურ სივრცეში აღნიშნული დეზინფორმაცია Facebook-მომხმარებელმა Karen Jitsuryoku-მ 13 ივლისს 6.1 ათასი გამომწერის მქონე ჯგუფში „კორონა მაფია“,  შემდეგი წარწერით გაავრცელა: „გმირი პრეზიდენტები, რომლებმაც სთქვეს უარი ვაქცინებზე!(სამწუხაროდ ყველა მოკლეს)!“. ავტორის მიერ ატვირთულ სურათზე გამოსახულნი არიან ტანზანიის, ბურუნდის, სვაზილენდისა და კოტ-დივუარის რესპუბლიკის პრეზიდენტები. 

აღნიშნული დეზინფორმაცია ვირუსულად მოედო უცხოურ სოციალურ ქსელებს.   ამასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელება მას შემდეგ განახლდა, რაც კიდევ ერთი აფრიკული ქვეყნის - ჰაიტის ლიდერი 7 ივლისს დაიღუპა.  ჰაიტის პრეზიდენტი, ჯოვენელ მოზე, 7 ივლისს  საკუთარ სახლში მოკლეს. იქიდან გამომდინარე, რომ მოზე ვაქცინაციის პროცესს სკეპტიკურად უდგებოდა, აღნიშნული ახალი კონსპირაციის გავრცელების წყაროდ იქცა, თითქოს პრეზიდენტები კორონავირუსის ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოსვლის გამო მოკლეს. 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ჰაიტის პრეზიდენტი მოზეს გარდა, ყველა პრეზიდენტი (ტანზანიის, ბურუნდის, სვაზილენდისა და კოტ-დივუარის რესპუბლიკის) ჯანმრთელობის გართულებებით, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. რაც შეეხება ჰაიტის პრეზიდენტზე თავდასხმას, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის შესახებ, რომ მოზე ჰაიტიში COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამის შეფერხების გამო მოკლეს. აქვე აღსანიშნავია, რომ  Karen Jitsuryoku-ის პოსტში ნახსენები პრეზიდენტებიდან, მხოლოდ ორი ჯონ მაგუფული და პიერ ნკურუნზიზა, ეწინააღმდეგებოდნენ საკუთარ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესს. 

რაც შეეხება მათი გარდაცვალების მიზეზებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული მათგანი სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამო გარდაიცვალა:

• ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული გულის ქრონიკული დაავადებით გარდაიცვალა. 

• ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა 8 ივნისს, საავადმყოფოში მოთავსებიდან ორი დღის შემდეგ, გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. 

• კოტ-დივუარის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკაიოკო გერმანიის საავადმყოფოში 10 მარტს სიმსივნით გარდაიცვალა. ბაკაიოკო არასდროს უარყოფდა COVID-19- ის არსებობას, ამასთან ერთად, მან თავად გადაიტანა ვირუსი. მან მოიძია ვაქცინები თავისი ქვეყნისთვის და 26 თებერვალს კოტ-დივუარის რესპუბლიკამ COVAX- ისგან 504,000 COVID-19 ვაქცინის დოზა მიიღო, რის შედეგადაც ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის საშუალებით მიიღო ვაქცინები. 

• სვაზილენდის პრეზიდენტი ამბროსი დლამინი 2020 წლის 13 დეკემბერს COVID-19– ზე დადებითი ტესტიდან ოთხი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. დლამინის მიერ ვაქცინების მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის გამომხატველი მტკიცებულება საერთოდ არ იძებნება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
აფრიკული ქვეყნები
პრეზიდენტები
დიმიტრი ლორთქიფანიძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა