ანალიზი
სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებელმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას ფოტო გაავრცელა წარწერით: „კობა ნაყოფიამ სოციალურად დაუცველ ოჯახს ოქროს მაღაზია "ზარაფხანას" 20 პროცენტიანი ვაუჩერი გადასცა“. პოსტი მალევე გავრცელდა Facebook მომხმარებლების პირად Facebook გვერდებზე.
კომენტარების სექციაში გაჟღერებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა აღნიშნული ინფორმაცია აღიქვა როგორც სატირა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ზე გავრცელებული ფოტოს სათაურში გაფრთხილება არ ჩანს, რომ ფოტოზე თანდართული ინფორმაცია გამოგონილია, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ფაქტ-მეტრს“ ინფორმაციის სიყალბე დაუდასტურა. ამდენად, ფოტოზე თანდართული ინფორმაცია სატირული ჟანრისაა და სიმართლეს არ შეესაბამება.
-----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.