• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოკოლაჟი, რომელიც სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას დადგმულ კადრებს უწოდებს, ყალბია

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოკოლაჟი, რომელიც სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას დადგმულ კადრებს უწოდებს, ყალბია

01/05/2018
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print
ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ფოტოკოლაჟი, რომელიც სირიაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევას დადგმულ კადრებს უწოდებს, ყალბია.   რეზიუმე: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი წარწერით: „როგორ დგამს სირიაში მოქმედი ეგრედ წოდებული „თეთრ ჩაფხუტიანების“ მაშველთა ორგანიზაცია შესაბამის სცენებს და ამათ დადგმულ სცენებს ავრცელებს მსოფლიო მეინსტრიმ მედია. ჰოლივუდს შეშურდება ისეთი პროფესიონალები არიან“, არის ყალბი. სინამდვილეში, ფოტოკოლაჟში გაერთიანებული სურათები სირიული ფილმის, „რევოლუციის ადამიანი“ (Revolution Man), გადასაღები მოედნის ამსახველ კადრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ფოტოებს ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ შეტევასთან არაფერი აქვთ საერთო, ვინაიდან ისინი ფილმის „ფეისბუკ“ გვერდზე 2018 წლის 24 თებერვალს გავრცელდა (ქიმიური თავდასხმა კი - 2018 წლის 7 აპრილს მოხდა). თეთრ ჩაფხუტიანთა ორგანიზაციის ხსენება ზემოთ მოყვანილ კადრებთან საფუძველს მოკლებულია, რადგან ფილმის გადაღება სირიის კულტურის სამინისტროს მიერ იყო მხარდაჭერილი. სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ფოტოკოლაჟი და მისი შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და თეთრ ჩაფხუტიანთა ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.   ანალიზი სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა სირიის ქალაქ დუმაში 2018 წლის 7 აპრილს განხორციელებულ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებული ფოტოკოლაჟი წარერით: „როგორ დგამს სირიაში მოქმედი ეგრეთ წოდებული „თეთრ ჩაფხუტიანების“ მაშველთა ორგანიზაცია შესაბამის სცენებს და ამათ დადგმულ სცენებს ავრცელებს მსოფლიო მეინსტრიმ მედია. ჰოლივუდს შეშურდება ისეთი პროფესიონალები არიან“. ფოტოკოლაჟში მოყვანილ სურათებზე ნამდვილად მსახიობები არიან გამოსახულნი, თუმცა ისინი სირიული ფილმის, „რევოლუციის ადამიანი“ (Revolution Man), გადასაღები მოედნის კადრებს წარმოადგენენ და აპრილში მომხდარ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვთ. ინტერნეტსივრცეში ფოტოები (ბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4; ბმული 5; ბმული 6) ფილმის „ფეისბუკ“ გვერდზე ქალაქ დუმაში განხორციელებულ შეტევამდე 1 თვით ადრე,  2018 წლის 24 თებერვალს, გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ფილმის, „რევოლუციის ადამიანი“, გადაღება სირიის კულტურის სამინისტროს მიერ იყო მხარდაჭერილი და საერთაშორისოდ აღიარებულ მოხალისეთა ორგანიზაცია თეთრ ჩაფხუტიანების წინააღმდეგ გავრცელებული შეთქმულების თეორიების თემას ეხმიანება. სირიის მთავრობის მხარდამჭერი ახალი ამბების სააგენტო „სანა“-ს ცნობით, ფილმი ფოტოჟურნალისტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც პულიცერის პრემიის (საგაზეთო, ჟურნალის და ინტერნეტ ჟურნალისტიკაში, ლიტერატურაში ან მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის განკუთვნილი პრიზი) მოგების მიზნით, სირიაში ქიმიური შეტევების სცენებს ხელოვნურად დგამს. ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური შეტევის სიყალბის დამტკიცების მიზნით, ზემოთ მოყვანილ ფოტოკოლაჟს აქტიურად ავრცელებენ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდამჭერი და რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებები. „ფეისბუკის“ მომხმარებელ ბექა ვარდოსანიძეს წყაროდ მითითებული აქვს The Truth Seeker, რომელიც Media Bias/Fact Check-ის მიერ კონსპირაციის თეორიის გამავრცელებლად არის დახასიათებული. ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოკოლაჟი და მისი შინაარსი არ შეესაბამება სიმართლეს და თეთრ ჩაფხუტიანთა ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
თეგები:
მოგების გადასახადი
გზების მოწყობა
ხარაზოვის ბაღი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება
ვასო ურუშაძე
მედია თავისუფლება
ბათუმის დინამო
ანგისის სპორტული ბაზა
პირველადი მოხმარების სურსათი
UNICEF
Infrastructure / Regions
Freedom House
ლელა ქებურია
European.ge
პაატა შეშელიძე
თავისუფლების აქტი
მარიამ ქვათაძე
მარიამ ქვათაძე

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა