საკონსტიტუციო კომისიის მიერ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული კონსტიტუციის ახალი პროექტის სახალხო განხილვები დასრულდა. მოსახლეობასთან შეხვედრებზე დღის წესრიგში დადგა კითხვები კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესახებ, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც დარჩება. 94-ე მუხლისა და "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" (თავისუფლების აქტი) საქართველოს ორგანული კანონის გაუქმების მოთხოვნით ორგანიზაციებმა მოძრაობაც ჩამოაყალიბეს. ფაქტობრივად, საყოველთაო განხილვას არც ერთ ქალაქში აღნიშნულ მუხლზე დისკუსიის გარეშე არ ჩაუვლია.
კონსტიტუციის 94-ე მუხლი გულისხმობს, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის უფლებაც აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას და, ამავდროულად, რეფერენდუმის თემას არ შეიძლება წარმოადგენდეს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია. 94-ე მუხლსა და ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონში ნათლადაა განმარტებული, რას გულისხმობს ეს შეზღუდვა. საუბარია იმაზე, რომ საგადასახადო ტვირთი არ უნდა გაიზარდოს, ხოლო ორგანულ კანონში განსაზღვრულია მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრები:
- ნაერთი ბიუჯეტისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ხარჯების მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს;
- ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს;
- სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს.
- პარლამენტის როლის ზრდა ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში;
- სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა;
- მემარცხენე იდეოლოგიების პოლიტიკური პარტიების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მემარჯვენე "პოპულისტურ" პარტიებთან ჭიდილში.