2018 წლის 8 მარტს მედიასაშუალება „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა მე არ დავიკარგები“. ამ მასალის წყაროა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იგივე სათაურის სტატია.
მსგავსი შინაარსის სტატია გამოაქვეყნეს, აგრეთვე, interpressnews.ge-მ და სხვა მედია საშუალებებმა.
როგორც ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუთი რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ბევრი სააგენტო დაინტერესდა, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ეს ინფორმაცია „საქინფორმმაც“ გაავრცელა. თუმცა, „საქინფორმი“ არის ერთადერთი მედიასაშუალება, რომელმაც ინფორმაცია გაყალბებული ფოტოთი გამოაქვეყნა.
„საქინფორმმა“ სტატიას წინამდებარე მანიპულაციური ფოტო წაუმძღვარა.
რეალურად, აღნიშნული ფოტო ასე გამოიყურება:
ფოტოს ამგვარი გაყალბება, აშკარად, მიხეილ სააკაშვილის პიროვნების დისკრედიტაციას და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
საქინფორმმა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს მანიპულაციური ფოტო დაურთო
20/03/2018
Fake News
Fake News
-
Russia Fell to Third Place in Remittance...
FactCheck NewspaperFactCheck Newspaper -
“Total exports of wine and spirituous be...
Half TrueThe statement is partly accurate, but the details are missing or some of the issues are without context -
Citizens from the Russian Federation, Tu...
FactCheck NewspaperFactCheck Newspaper