„თბილისს უამრავი პრობლემა დაუგროვდა. ორ ათეულ წელზე მეტია, ეს პრობლემები ერთმანეთს ემატება, მათ გადაჭრას კი რადიკალური, თამამი გადაწყვეტილებები და ერთ მუშტად შეკრული ძლიერი, პროფესიონალი გუნდი სჭირდება“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ფაქტ-მეტრთან თბილისის პრობლემებზე საუბრისას გააკეთა.
კონკრეტულად რა პრობლემებს მიიჩნევს დედაქალაქისთვის მთავარ პრობლემად მმართველი გუნდის კანდიდატი, როგორ აპირებს ამ საკითხის გადაჭრას და როგორია მისი საარჩევნო გეგმები და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები, ამ საკითხებზე ფაქტ-მეტრი კახა კალაძეს ესაუბრა.
პირველი კითხვა, რაც მას დავუსვით იყო, თუ რას თვლის ის საკუთარ უპირატესობად და რატომ უნდა შეაჩეროს თბილისის მოსახლეობამ არჩევანი მის კანდიდატურაზე.
კახა კალაძე: დავიწყოთ იმით, რომ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, არის რეალური გეგმები. ჩემი გუნდი ამ გეგმებს ამუშავებდა და მათ განხორციელებასაც დიდი შემართებით აპირებს. თბილისს უამრავი პრობლემა დაუგროვდა, ორ ათეულ წელზე მეტია, ეს პრობლემები ერთმანეთს ემატება, მათ გადაჭრას კი რადიკალური, თამამი გადაწყვეტილებები და ერთ მუშტად შეკრული ძლიერი, პროფესიონალი გუნდი სჭირდება. ახლა, როცა თბილისში არსებულ სიტუაციას ყველა ვხედავთ, პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის. არის მიზანი, არის ამ მიზნისკენ სავალი სწორად გათვლილი გზა და არის ხალხი, ვინც ამ გზას გაივლის.
- ახლაც თქვენი გუნდელია თბილისის მერი და გამოდის, რომ პრობლემები, გადაჭრის ნაცვლად, მანაც დაუმატა და თქვენმა გუნდმა რადიკალური, მისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს? იქნებ მისი საქმიანობის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე გვესაუბრა, როგორ აფასებთ მის საქმიანობას?
- ჩამოთვალეთ 3 მთავარი პრობლემა, რომელიც თბილისის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებს.
- როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? გაქვთ კონკრეტული გეგმა თითოეულთან დაკავშირებით?
- კონკრეტულად?
- რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩეველთათვის და როგორ აპირებთ მათ შესრულებას?
- არჩევის შემთხვევაში, როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? გაქვთ ამ მიმართულებით კონკრეტული სქემები?
- დედაქალაქის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა პარკირება. ამჟამინდელი მერი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ „სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული ხელშეკრულების გასაუქმებლად 25 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ, რისი ფუფუნებაც დღეს დედაქალქს არ აქვს. თქვენ როგორ აპირებთ პარკირების პრობლემის მოგვარებას?
- თბილისელებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელი საცობების პრობლემაა. როგორ გესახებათ ამ პრობლემის მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ გადაჭრა მაინც?
- ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად დედაქალაქში თითქმის ორ მილიონ კვ/მ ფართობის სამშენებლო ნებართვა გაიცემა. თქვენი აზრით, არის თუ არა ეს ფაქტი პრობლემური და თავად როგორ დაარეგულირებთ ამ საკითხს ისე, რომ მოსახლეობის ინტერესიც იქნას გათვალისწინებული და დეველოპერებისაც?
- როგორც ვიცით, თბილისის განვითარების გენერალური გეგმა თითქმის მზად არის. თუმცა, მთავარია მისი აღსრულება. როგორ აპირებთ გენგეგმის პრაქტიკაში აღსრულებად რეგულაციად ქცევას?
- საკმაოდ მძიმეა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა (გამწვანების მიმართულებით, ჰაერის დაბინძურება). ევროპული სტანდარტის მიხედვით, ქალაქში გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 35.5 კვ/მ-ია მაშინ, როდესაც ჩვენ დედაქალაქში 4-5 კვ/მეტრს არ აღემატება. კვლევები აჩვენებს, რომ თბილისში უკვე სიცოცხლისთვის საშიში ჰაერია. როგორ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა?
- ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ახლანდელმა ხელისუფლებამ გარკვეული მიზეზების გამო შეაჩერა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ?
- თბილისში გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა იაფი საცხოვრებელი კორპუსები, ე.წ. ხრუშოვკები, რომელთაც ექსპლუატაციის ვადა კარგა ხანია, გაუვიდათ. თუ გაქვთ „ხრუშოვკების“ ჩანაცვლების პროექტი და ზოგადად, როგორ აპირებთ ავარიული სახლების პრობლემის მოგვარებას?