2006-2013 წლები საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვის მაღალი პროცენტული ზრდით ხასიათდებოდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა კლება 2014 წლიდან დაიწყო. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ტურიზმიდან მიღებულ წმინდა შემოსავლებთან, რაც საქართველოს ეკონომიკის 7%-

ია.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს 4 491 039 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6.7%-ით აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი სამ თვეში (იანვარი-მარტი) 2.3%-ით შემცირდა. ვიზიტორთა რაოდენობა წლის მეორე კვარტალში 8%-ით, ხოლო მესამე კვარტალში 11%-ით გაიზარდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობა იყო წინა წლებში ამ მიმართულებით.

გრაფიკი 1:

საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა წლების მიხედვით

image001

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2006 წლიდან დღემდე ვიზიტორთა რიცხვის ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა (2%) 2014 წელს და 2015 წლის ცხრა თვეში (6.7%) დაფიქსირდა.

საერთაშორისო ვიზიტორები, თავის მხრივ სამ კატეგორიად იყოფიან: ტრანზიტი, ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები.

ტურისტებად ის ვიზიტორები მოიაზრებიან, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩებიან. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, ტურისტების რიცხვის პროცენტულმა ზრდამ 1.6 % შეადგინა. 2014 წელს ტურისტების რიცხვის 8%-იანი, ხოლო 2013 წელს კი, 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ცხრილი 1:

საერთაშორისო ვიზიტორები ტიპების მიხედვით, 2010-2014 წლები (ათასი კაცი)

2010 2011 2012 2013 2014 2015 (ცხრა თვე)
ტურისტი 1 067 1 319 24% 1 790 36% 2 065 15% 2 229 8% 1801 1.6%
ერთდღიანი ვიზიტები 696 1 012 45% 1 884 86% 2 138 13% 2172 1.6% 1602 -0.1 %
ტრანზიტი 269 491 83% 755 54% 1189 58% 1114 -6% 1808 31%
ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობა 2032 2822 39% 4428 57% 5392  22% 5516 2% 4491 7%

რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული ტრანზიტის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, ის 31%-ით გაიზარდა. საერთაშორისო ვიზიტორების მესამე კატეგორიას ის ვიზიტორები წარმოადგენენ, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე ნაკლები დროით რჩებიან. მათი რაოდენობა მიმდინარე წელს 0.1%-ით შემცირდა.

ჩვენ, ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკაც გავაანალიზეთ

გრაფიკი 2:

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2006-2015 წლებში

image002

ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების მიხედვით გამოითვლება. მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები 1.7%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მხოლოდ ექვსი თვის მონაცემებია გამოქვეყნებული. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები დაახლოებით იგივე პროცენტით იზრდება, როგორც ეს ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების შემთხვევაში გვაქვს. შესაბამისად, თუ არსებული ტენდენცია 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდება, მიღებული შემოსავლები დაახლოებით 5-7% ფარგლებში უნდა გაიზარდოს. 2014 წლის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 4%-ით, 2013 წელს 24%-ით, ხოლო 2012 წელს 56%-ით გაიზარდა.

2015

წლის ცხრა თვის მონაცემებით, ყველაზე მაღალი პროცენტით შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა: ყაზახეთი - 30 521 (34%), ბელარუსი - 24 315 (54%), არაბთა გაერთიანებული საემიროები - 13 793 (814%), საუდის არაბეთი - 8 772 (84%), მოლდოვა - 5 890 (33%). ვიზიტორთა ყველაზე დიდი ნაკადით კვლავ მეზობელი ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა გამოირჩევიან. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, 2015 წლის ცხრა თვეში ამ ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობაზე უარყოფითი გავლენა 2014 წლის სექტემბერში გამკაცრებულმა სავიზო რეგულაციებმა მოახდინეს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა 24 ქვეყანასთან გააუქმა. სავიზო რეჟიმი კი 99 ქვეყანასთან შენარჩუნდა. აქედან 92 ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ გააჩნია. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის ბოლო 4 თვის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2.3%-ით შემცირდა.

ამ ცვლილებებიდან ხუთი თვის შემდეგ ელექტრონული ვიზების პორტალი ამოქმედდა, რაც საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნით ჩამოსულ ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ელექტრონული ვიზა საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე აიღონ. 2015 წლის იანვრიდან აპრილის თვემდე, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა, აპრილის თვიდან კი ზრდა დაფიქსირდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ელექტრონული ვიზების ამოქმედებასაც უკავშირდება.

მიმდინარე თვის ივნისში, ამ მიმართულებით კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა, რის მიხედვითაც, განისაზღვრა ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ  შემოსვლა და ერთი წლის ვადით დარჩენა შეუძლიათ. ამასთან, მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N256 დადგენილებით იმ ქვეყნების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელთა ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს საქართველოში 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღით უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. აღნიშნული ბოლო ორი ცვლილება 2014 წელს დამტკიცებული სავიზო რეგულაციების გასამარტივებლად იქნა მიღებული, რომელიც უამრავ ხარვეზს მოიცავდა. 2014 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ხარვეზების

არსებობა საქართველოს ყოფილმა (ბიძინა ივანიშვილმა) და მოქმედმა პრემიერ-მინისტრებმაც აღიარეს.

თუ მიმდინარე წლის ბოლო თვეების ტენდენციას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წლის სექტემბრის ცვლილებებით მიღებული ნეგატიური სიტუაცია ბოლო ორი ცვლილების შედეგად ნელ-ნელა უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ცვლილებების შედეგად სავიზო პროცედურები გამარტივდა, ერაყიდან და ირანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა კვლავ მცირდება. 2015 წლის ცხრა თვის მონაცემებით, ამ ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ჯამში 40 ათასით შემცირდა.

2014 წელს რეგიონში არსებულმა რთულმა სიტუაციამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე. ამ ტენდენციას მთავრობის მიერ მიღებულმა სავიზო რეგულაციებმაც შეუწყო ხელი, რის გამოც წინა წლებში მიღწეული მაღალი ზრდის მაჩვენებელი დაეცა.

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი