Top
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
შოთა ხაბარელი:
სლოვენიაში, მაგალითად, სპორტში ჩართულობა 75%-ზეა, ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ 10%

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა ხაბარელის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებით, სლოვენიაში სპორტული აქტივობებით დაკავებულია 11 წლამდე ბავშვების 88%, მოზარდების – 69%, ზრდასრულების – 77%, ხოლო ხანდაზმულების – 61%. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ქართველი ახალგაზრდობის შესახებ 2016 წელს ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ საქართველოში, მთლიანობაში, 14-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 21% […]

220 ნახვა
გააზიარე
მეტწილად სიმართლე
ირაკლი აბესაძე:
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბიუჯეტის 50%-ის ათვისებასაც ვერ ახერხებს. აუთვისებელია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ბიუჯეტიც

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე: მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 1 815 მლნ ლარია. სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ  806 237 626 ლარი შეადგინა, რაც წლიური ბიუჯეტის 44.4%-ია. თუმცა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 9 თვის ათვისების მთლიანი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში განიხილვა არამართებულია. ბიუჯეტის შესრულება კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში […]

416 ნახვა
გააზიარე
მეტწილად სიმართლე
ოთარ სირაძე:
„ქართული ოცნება“ რვა წლის შემდეგაც, 2020-შიც ვერ შეასრულებს პენსიის ზრდის შესახებ თავის დაპირებას

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ სირაძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ საარსებო მინიმუმის გადახედვას, პენსიას 220-230 ლარის ოდენობით და საპენსიო ასაკის დაწევას. საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგია არ შეცვლილა და ის მხოლოდ ინფლაციის შესაბამისად იზრდება. საპენსიო ასაკიც უცვლელი დარჩა. 2012 წელს ასაკით პენსიონერების პენსია 110-125 ლარს შეადგენდა. […]

517 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
ივანე მაჭავარიანი:
2017-2022 წლებში საშუალოდ მშპ-ს 8% იქნება კაპიტალური ხარჯები, რაც ჯამში 25 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ივანე მაჭავარიანის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: კაპიტალურ ხარჯებს მიეკუთვნება ყველა საბიუჯეტო ხარჯი, რომელიც მიიმართება საინვესტიციო და საინოვაციო პროგრამების დასაფინანსებლად. აგრეთვე, კაპიტალის გაზრდისკენ მიმართული ყველა სხვა ხარჯი. კაპიტალურ ხარჯებში შედის, მაგალითად: სახელმწიფო მარაგების შესაქმნელად საქონლის შეძენა, ძირითადი კაპიტალის შეძენა, მანქანა დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, შენობა-ნაგებობების შეძენა და ა.შ. […]

107 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
გიორგი კანდელაკი:
2017 წელს სოფლის მეურნეობა ყველა პარამეტრით შემცირდა

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე: ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვანი ჩარევის მიუხედავად (წინა წლებთან შედარებით დაფინანსების თითქმის გაორმაგებისა), დარგის რეალური ზრდის ტემპი 2013 წლიდან მაინც კლების ტენდენციით ხასიათდება,  2017 წელს კი სოფლის მეურნეობა (ღირებულებით ფორმაში) შემცირდა. ასევე, 2013 წლიდან  კლებადია მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი და 2008 წლის შემდეგ, […]

255 ნახვა
გააზიარე
მეტწილად სიმართლე
აჭარა, ბათუმი
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯებისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობის ზრდა 4 მილიონ ლარს აღემატება

თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს კომისიებში უკვე დასრულდა. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტით და ის 2018 წლის ბიუჯეტს შეადარა. ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 154 361 600 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 080 800 ლარით ნაკლებია.   გრაფიკი 1: ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების 2018 წლის გეგმა […]

324 ნახვა
გააზიარე
უკატეგორიოდ
რომან გოცირიძე:
ფაქტობრივად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიული ბიუჯეტი [2019 წლის პროექტი] მსოფლიოში

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრი რომან გოცირიძის განცხადებას უვერდიქტოდ ტოვებს.   რეზიუმე: 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯებში, ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯების წილი 29.4%-ია. მათ შორის, შრომის ანაზღაურება – 16.6% და საქონელი და მომსახურება – 12.8%. ამავე წლის მდგომარეობით, მსოფლიოში ადმინისტრაციული ხარჯების საშუალო ფარდობითი მაჩვენებელი 32.1%-ია, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლების გარეშე) კი – 27.0%. ბოლო […]

454 ნახვა
გააზიარე
ვერდიქტის გარეშე
გიორგი ქობულია:
ვაჭრობაში არსებული 3.5 მლრდ-იანი დეფიციტიდან 2 მლრდ ტურიზმიდან შემოსავლებით იფარება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ქობულიას განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ეს იწვევს ზეწოლას ვალუტის კურსზე და წარმოშობს დეფიციტის ფინანსური ანგარიშით დაფარვის აუცილებლობას (ინვესტიციები, ვალის აღება, რეზერვების შემცირება). მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი ზრდის ეკონომიკის დაკრედიტების რისკს, რაც საკრედიტო […]

835 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
ირაკლი კოვზანაძე:
მიმდინარე წლის 9 თვეში ეკონომიკური ზრდა 4.9% გვქონდა, რაც დაგეგმილზე მეტია და ბიუჯეტის შემოსავლებში 280 მლნ ლარით მეტი მივიღეთ

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კოვზანაძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 9 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. 9 თვის შემოსავლების შესრულებამ, გეგმასთან შედარებით, 280.3 მლნ ლარით მეტი შეადგინა. საგადასახადო შემოსავლების შესრულებაში კი, მეტობა 194.7 მლნ […]

581 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
რომან გოცირიძე:
2019 წლის ბიუჯეტის 357 მლნ-იანი ზრდიდან 145 მლნ ვალია

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე: საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის (მეორე წარდგენა) შესაბამისად, პირველად ვერსიასთან შედარებით, შემოსულობების ნაწილი 357 მლნ ლარით, გადასახდელების ნაწილი კი, 268 მლნ ლარით იზრდება. შედეგად, ბიუჯეტის შემოსულობები 12 969 მლნ, გადასახდელები კი, 12 998 მლნ ლარს უტოლდება. შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის არსებული 29 მლნ-იანი […]

781 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
მამუკა ბახტაძე:
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს ბიზნესს საქართველოში, რადგან მსოფლიო ბანკის დასკვნით, ჯამური საგადასახადო განაკვეთი მხოლოდ 9.9%-ია, რითაც მსოფლიოში მე-3 ადგილას მოვიაზრებით
520 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
ოთარ კახიძე:
2016 წელს, არჩევნებამდე, მთავრობამ პარლამენტში შემოიტანა 2017 წლის ბიუჯეტი, სადაც საწვავზე აქციზის ზრდა არ იყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ, გადამუშავებულ ბიუჯეტში აქციზის ზრდა აისახა
422 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
სიღარიბის ზრდის რეალური მიზეზები – დაბალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა, სამომხმარებლო ფასების მატება
456 ნახვა
გააზიარე
უკატეგორიოდ
აჭარა
გია აბულაძე:
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხუთ წელიწადში პროგრამებზე დაახლოებით 100 მლნ დახარჯა, ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება, თითქმის ყველა მიმართულებით, იკლებს
442 ნახვა
გააზიარე
მეტწილად სიმართლე
თეთრი ტაქსები თბილისში – როგორ განხორციელდება პროექტი და რა სარგებელს მიიღებს კომპანია, რომელიც ტაქსებს თეთრად შეღებავს
836 ნახვა
გააზიარე
უკატეგორიოდ
ოთარ კახიძე:
საწვავის აქციზის 2016 წლის ნიშნულამდე დაბრუნება შეამსუბუქებს მოსახლეობის მდგომარეობას, ბენზინის და დიზელის ფასი შემცირდება 20 თეთრით. აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას სჭირდება 310 მლნ ლარი
184 ნახვა
გააზიარე
სიმართლე
ქართული ოცნება:
2017 წელს ჩვენს ქვეყანას 7.9 მილიონი ტურისტი ესტუმრა. 2011 წლის ანალოგიურმა მაჩვენებელმა 3.1 მილიონი ტურისტი შეადგინა.  ფაქტია, რომ საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 4.8 მილიონით გაიზარდა
694 ნახვა
გააზიარე
ნახევრად სიმართლე