Top
გუნდი

დიმიტრი ავალიანი

1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ტელეკომპანია „ტაბულაში“. ასევე, იყო ჟურნალ „ტაბულასა“ და გაზეთ „24 საათის“ პოლიტიკის განყოფილების რედაქტორი. სხვადასხვა დროს დიმიტრი მუშაობდა ჟურნალისტად და მიმომხილველად სხვადასხვა ტელეკომპანიაში და ბეჭდურ გამოცემაში. იყო დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი საქართველოში.

2015-2016 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივესიტეტში ლაინ კირკლანდის (Lane Kirkland) სასტიპენდიო პროგრამით, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პოლონურ და უკრაინულ ენებს.

ამჟამად, დიმიტრი არის FactCheck-ის რედაქტორი.

დავით ქუტიძე

2011 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მინიჭებული აქვს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკის სპეციალობით. 2014 წელს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციასა და მედიის კვლევებში. 2014 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი, მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით.

2009-2011 წლებში დავითი მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა ბეჭდურ მედიასაშუალებაში. 2015 წლიდან დღემდე არის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2014 წელს მონაწილეობდა Deutsche Welle Academie-ს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სიმპოზიუმში მედია სამართლის საკითხებზე. გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის, ჟურნალისტური ეთიკისა და უმცირესობების გაშუქების კუთხით. ფლობს ინგლისურ ენას.

ამჟამად, დავითი არის FactCheck-ის კოორდინატორი.

ბესო ნამჩავაძე

ეკონომიკურ კვლევებში მონაწილეობის და პოლიტიკის ანალიზის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად არის “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” მთავარი ეკონომისტი. პარალელურად, კითხულობს ლექციებს ეკონომიკასა და პოლიტიკაში თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. 5 წლის განმავლობაში იყო უფროსი სპეციალისტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტში, სადაც მუშაობდა მაკროეკონომიკურ მოდელებზე და ფისკალურ პოლიტიკაზე. ბოლო წლებში ჩაატარა რამდენიმე კვლევა ფისკალურ პოლიტიკაში, კერძოდ, ფისკალური რისკების და მდგრადობის მიმართულებით. არის ჟურნალ Forbes Georgia-ს აქტიური კონტრიბუტორი.

ბესო ნამჩავაძეს აქვს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი. ამჟამად სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვენის ინსტიტუტის ეკონომიკის პოლიტიკის კურსი.

ამჟამად, ბესო არის FactCheck-ის მთავარი ეკონომისტი.

გოგი ზოიძე

2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2016 წელს „ევრაზიისა და კავკასიის კვლევების“ პროგრამის ფარგლებში მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო სასწავლო გაცვლით პროგრამაში – ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში. 2012-2014 წლებში იყო “აფხაზური და ოსური პრობლემატიკის შემსწავლელი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის” წევრი. არის არასათმავრობო ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

2015 წელს გოგი იყო ტრენერი პროექტისა – “უცნობი საბჭოთა წარსული”, ამავე წელს ხელმძღვანელობდა პროექტს “უცნობი საბჭოთა ისტორიები”. არის არაერთი ტრენინგის, სამუშაო სემინარის, საჯარო დებატებისა და სტუდენტური კონფერენციის მონაწილე. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, გოგი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, პროექტის ასისტენტი.

ქეთევან მაისურაძე

2016 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინფორმატიკასა და მართვის სისტემებში. გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგ-კურსები.

2014-2015 წლებში ქეთი იყო შპს „ბენე ჯგუფის“ IT ინჟინერი, შემდგომში კი შპს „კაიროს ლოჯისტიკის“ IT ინჟინერი. არის კომპანია Developerslab.net-ის ბორდის წევრი.

ამჟამად, ქეთევანი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, IT მენეჯერი.

ნატალია ვახტანგაშვილი

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტი. 2007-2013 წლებში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: „საქართველოს ბანკი“, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, შპს „ქლიარი“ და „ბილაინი“. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგკურსები: „ეფექტიანი კომუნიკაციის, მომსახურებისა და გაყიდვების“, ასევე „ადამიანური რესურსების მართვის“ მიმართულებით. სტაჟირებას გადიოდა  „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში. ჩართულია თბილისის ზოოპარკის მოხალისეთა პროგრამაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, ნატალია არის FactCheck-ის გუნდის წევრი.

თეონა აბსანძე

2013 წელს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. 2010 წელს მინიჭებული აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობაში.

2010-2011 წლებში მუშაობდა „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ჟურნალისტად. გავლილი აქვს სტაჟირება სხვადასხვა მედიასაშუალებებში, როგორებიცაა: რადიო “თავისუფლება”, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია“, „საპატრიარქოს ტელევიაზია“. წერდა სტატიებს ჟურნალ Forbes Georgia-სთვის. ფლობს ინგლისურ ენას.

ამჟამად, თეონა არის FactCheck-ის გუნდის წევრი.

ზაზა აბაშიძე

2015 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელბის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. ამავე წლიდან სწავლობს თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.

2011 წლიდან 2013 წლის ივნისამდე ზაზა მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში მთავარ სპეციალისტად. 2013-2014 წლებში იყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „კურიერის“ კორესპონდენტი. 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 1 თებერვლამდე მუშაობდა „თბილისი 2015-ის ახალგაზრდული ოლიმპიადის“ საორგანიზაციო კომიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად. 2015 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე იკავებდა „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობას. არის ჟურნალ Forbes Georgia-ს და საინფორმაციო სააგენტო Agence France Presse-ს სამხრეთ კავკასიის ოფისის შტატგარეშე ჟურნალისტი. ასევე, კონსულტაციას უწევს სხვადასხვა კომპანიებს PR აქტივობებისა და კამპანიის დაგემგვის მიმართულებით.

2013 წელს ზაზამ გაიარა ინგლისური ენის კურის London Regents Collage-ში. 2016 წელს  მონაწილეობდა University of Tartu-ს ონლაინ პროგრამაში – EU-Russia Studies.

ამჟამად, ზაზა არის FactCheck-ის გუნდის წევრი.

ვერიკო სუხიაშვილი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 2000-2003 წლებში კორესპონდენტად მუშაობდა გაზეთებში: „თბილისის მიმომხილველი“ და „მეოთხე”. 2003-2005 წლებში მუშაობდა კერძო სკოლა „ქორალში“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 2005-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2010 წელს მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების დეპარტამენტის ცხელი ხაზის ოპერატორად. 2008 წლიდან დღემდე, კორექტორ-მთარგმნელად მუშაობს ლიტერატურული ვებგვერდისთვის lit.ge. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, ვერიკო არის FactCheck-ის გუნდის წევრი.

თამარ ქეცბაია

2015 წელს დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი. არის სხვადასხვა ტრენინგებისა და კონფერენციების მონაწილე. 2015 წელს სტაჟირება გაიარა სს „თიბისი ბანკში“, სასამართლოსთან ურთიერთობის სამსახურში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, თამუნა არის FactCheck-ის გუნდის წევრი, მუშაობს იურიდიულ საკითხებზე.

ანი ნადირაშვილი

2014 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და მართვის სკოლის საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2014 წელს ჩაირცხა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. 2012 წელს გაიარა სტაჟირება სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოში (სამოქალაქო რეესტრში). 2013 წელს მუშაობდა პროგრამის მენეჯერად კომპანია PromoLex Georgia-ში. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო საოლქო საარჩევნო კომისის წევრი. არის სხვადასხვა საუნივერსიტეტო კონფერენციის მონაწილე. გავლილი აქვს ტრენინგები საჯარო პოლიტიკის ანალიზსა და კველვით მეთოდოლოგიაში. ფლობს ინგლისურ ენას.

ამჟამად, ანი არის FactCheck-ის გუნდის წევრი.

სალომე ჩოხელი

სალომე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. 2011-2012 წლებში სწავლობდა თბილის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, 2012- 2015 წლებში ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში, ფლობს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. 2014 წელს გაიარა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის სასერთიფიკატო პროგრამა.

სალომეს აქვს სხვადასხვა ადგილობრივ/საერთაშორისო პროგრამებსა და კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება. 2015 წელს ჰარვარდში გაეროს მოდელირებულ სხდომაზე (Harvard National Model United Nations, 2015) წარმოადგენდა საქართველოს დელეგაციას. 2016 წელს წარმოადგენდა საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში – ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ევროსასამართლოში სამუშაო ვიზიტის დროს. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე ფრანგულს და გერმანულს დამწყებ დონეზე.

2016 წლის მაისიდან დეკემბრამდე სალომე იყო FactCheck-ის გუნდის წევრი.

მაია მერკვილაძე

1992 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგის კვალფიკაციით. 1998 წლიდან მუშაობდა რეგიონულ ტელეკომპანია „TV 25“-ში სხვადასხვა პოზიციაზე – რედაქტორად, პროდიუსერად. 2007-2015 წლებში იყო „TV 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. პროექტების – „ვმართოთ ერთად“, „ჩვენ და თვითმმართველობა“ „ამბები მაღალმთიანეთიდან“ ავტორი. 2009 წლიდან არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი და დამფუძნებელი, 2016 წლიდან ეთიკის ქარტიის კოორდინატორი აჭარაში.

2011 წელს მაია მონაწილეობდა საქართველოს მედიაპარტნიორობის ამერიკულ პროგრამაში (GMPP), რაც ითვალისწინებდა ამერიკული ტელეკომპანიის გამოცდილების გაზიარებას.  2014 წელს კომუნიკაციის სფეროში ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდა ესტონეთში. ფლობს რუსულ ენას.

ამჟამად, მაია არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (აჭარა).

ნაზიბროლა რეხვიაშვილი

2001 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ჟურნალისტის სპეციალობით.

1999-2003 წლებში მუშაობდა ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. იყო ტელეკომპანია „ქუთაისის“ ჟურნალისტი, წერდა ჟურნალ „არ იდარდოსა“ და სხვა რეგიონული გამოცემებისთვის. 2012 წლიდან მუშაობს გაზეთ „აჭარა P.S.“-ში. არის სხვადასხვა ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების მონაწილე. გავლილი აქვს ტრენინგები PR-ის, ინტერკულტურული ურთიერთობების გაშუქებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. 2015 წლიდან მუშაობს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წევრ ორგანიზაცია „იალქანში“. ფლობს რუსულ ენას.

ამჟამად, ნაზიბროლა არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (აჭარა).

ქრისტინა შონია

2013 წელს დაამთავრა თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოლოგიის სპეციალობით (ინგლისური ენა და ლიტერატურა).

იყო სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი. 2011 წელს სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, „ნატოსა და ევროკავშრის ინსტიტუტებში“. გავლილი აქვს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) „ზამთრის პოლიტიკური დებატების სკოლა 2015“. სტაჟირებას გადიოდა თბილისის კერძო სკოლა „პოლუსში“, შპს „მაგთიკომსა“ და უძრავი ქონების სააგენტოში.

სხვადასხვა დროს ქრისტინა მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში, მარკეტინგული კვლევის კომპანია „სონარში“, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის ფარგლებში).

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრეინინგ-კურსები შემდეგ საკითხებზე: „ჟურნალისტების გაძლიერება კონფლიქტის, გენდერის და მრავალფეროვნების მართვის საკითხებში“; „არჩევნები და მასმედია“; ჟურნალისტის როლი მშვიდობის მშენებლობაში; ჟურნალისტთა უსაფრთხოება; PR კომუნიკაცია და პრეზენტაციის ტექნიკები; ლიდერობა; ადვოკატირება; სამოქალაქო განათლება.

ამჟამად, ქრისტინა არის FactChek-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (სამეგრელო).

თამარ შონია

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2000 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, როგორებიცაა: „ინტერნიუსი“, რადიო პროექტი „ხიდი“ (რეგიონული კორესპოდენტი), IWPR – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ქართულ-აფხაზურ გაზეთი „პანორამა“ (რეგიონული რეპორტიორი). 2002-2007 წლებში თამარი მუშაობდა BBC-ის პროექტის – „აუდიო დღიურების“ ჟურნალისტად.

გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგ-კურსები: „საგამოძიებო ჟურნალისტიკა“, „არჩევნები და მასმედია“, „ჟურნალისტის როლი მშვიდობის მშენებლობაში“. პერიოდულად მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში, კოსოვოსა და სტამბულში. ასევე, თამარი არის რადიო „ოდიში +“-ის ახალი ამბების რედაქტორი.

ამჟამად, თამარი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (სამეგრელო).

დათო ლიკლიკაძე

დაიბადა 1976 წელს, ქალაქ ქუთაისში. 1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით, ასევე საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლა (IREX). გაიარა ტელე ჟურნალისტთა გადამზადების კურსები (ინტერნიუსი).

დათო ლიკლიკაძე არის აშშ-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის დამფუძნებელი, ჟურნალისტთა პროფესიული კავშირის დამფუძნებელი, მერილენდის უნივერსიტეტის კონკურსის – „ინფორმაციის საჯაროობა“ გამარჯვებული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსის („მიკროფონი“) გამარჯვებული.

სხვადსახვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ერთად, სტამბულში, კვიპროსსა და ეგვიპტეში.

ამჟამად, დათო არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (იმერეთი).

ირმა ბახუტაშვილი

1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1993-1995 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იბერვიზიის“ ქუთაისის ფილიალში, 1995-2003 წლებში რეგიონალურ გაზეთ „იმერეთის მოამბეში“, 2003-2005 წლებში – გაზეში „მთავარი იმერეთში“, 2005 წლიდან ირმა მუშაობს გაზეთ P.S.-ში. თანამშრომლობს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან.

სხვადასხვა დროს ირმამ გაიარა შემდეგი ტრენინგები: „ვიზუალური ჟურნალისტკის ევოლუცია“, „ახალ მედიაში ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშროლობისათვის“, „ახალი მედიის ტექნოლოგიები“, „ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის განვითარება საქართველოში“, „ადგილობრივი ინფორმაციული პორტალი როგორც ცალკეული მედია პროდუქტი“.

მუშაობდა სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებზე (წიგნებზე, ჟურნალებზე, გაზეთებზე, ბუკლეტებზე და სხვა), როგორც რედაქტორი და დიზაინერი. ფლობს რუსულ ენას.

ამჟამად, ირმა არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (იმერეთი).

ნინო ნარიმანიშვილი

დამთავრებული აქვს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბაკალავრიატი. 2010 წელს გაიარა სოციალური მედიის კურსი ჯიპაში. 2013 წელს, ორკვირიანი პროგრამით, იყო ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ეცნობოდა იქაური მედიის მუშობის გამოცდილებას, პროგრამა „ღია სამყაროს“ ფარგლებში; 2014 წელს, ასევე ორი კვირის განმავლობაში, ეცნობოდა პოლონეთის რეგიონული მედიის მუშაობას.

11 წელია მუშაობს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონულ გაზეთში „სამხრეთის კარიბჭე“. თავდაპირველად ნინო იყო ამ გაზეთის ჟურნალისტი, 2009 წლიდან დღემდე კი არის გაზეთის რედაქტორი. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაზეთის ბაზაზე დაფუძნდა ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალი www.sknews.ge, დღემდე, არის ამ პორტალის მთავარი რედაქტორი. თანამშრომლობს სააგენტო Jam-news.net-თან, როგორც ჟურნალისტი.

2012 წელს, მარტიდან დეკემბრამდე, „სამხრეთის კარიბჭეში“ მუშაობის პარალელურად, იყო სააგენტო news.ge-ს ჟურნალისტი სამცხე-ჯავახეთში; 2009 წლიდან ორგანიზაცია „გოუ ჯგუფისთვის“ იღებდა დოკუმენტურ ფილმებს სამცხ-ჯავახეთში; 2007-2008 წლებში კი იყო  გაზეთ „24 საათის“ რეგიონული კორესპონდენტი.

ამჟამად, ნინო არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (სამცხე-ჯავახეთი).

ნინო ჩიბჩიური

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წლიდან და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, მათ შორის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთსა“ და ტელეკომპანია „დიაში“, საინფორმაციო სამსახურის მენეჯერად და გადაცემების პროდიუსერად. აგრეთვე, სხვადასხვა დროს ნინო მუშაობდა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში, რადიო „უცნობში“, რადიო “ქალაქში” (კონფლიქტის ზონის კორესპონდენტად) და გორის უნივერსიტეტში (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი).

ამჟამად, ის არის ჟურნალის „ლიახვის ხეობის“ რედაქტორი; გორის სათემო რადიოს ახალი ამბების რედაქტორი და პროექტების მენეჯერი; „ქართული მედია ჯგუფის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეპორტიორი შიდა ქართლის რეგიონში.

არის სხვადასხვა პრიზისა და ჯილდოს მფლობელი, მათ შორის, 2015 წელს მიენიჭა ევროკავშირის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რომლის ფარგლებშიც ერთ თვიანი სტაჟირება გაიარა ლონდონში. ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა ორკვირიან სტაჟირებაზე პოლონეთის მედიასაშუალებებში.

ნინოს ინტერესის სფეროებს წარმოადგენს კონფლიქტები, რომლის შესახებაც სახალხო დიპლომატიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ცხინვალელ კოლეგებთან ორჯერ მიიღო მონაწილეობა, კოსოვოსა და მოლდოვაში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, ნინო არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (შიდა ქართლი).

ელზა ელბაქიძე

2016 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობით.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში სტაჟიორად მუშაობდა ტელეკომპანია „თრიალეთსა“ და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში (GARB). მუშაობდა ჟურნალ „გზავნილის“ გამოცემაზე, იყო სტილისტ-კორექტორი და დამკაბადონებელი, ასევე მუშაობდა პროექტზე – „სატელევიზიო ფილმი დუშეთის რაიონის შესახებ“.

მონაწილეობდა შემდეგ ტრენინგებში – „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრისა“ და „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ ერთობლივი პროექტი – „თანამედროვე  ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამა“; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტი – „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“; Deutsche Welle Akademie-ს ტრენინგი „მონაცემთა ჟურნალისტიკის“ შესახებ. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, ელზა არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (შიდა ქართლი).

თამარ მოდებაძე

2008 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2009-2012 წლებში იყო ტელეკომპანიების – „გურჯაანისა“ და „თანამგზავრის“ კორესპონდენტი. 2012-2016 წლებში მუშაობდა „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტად. ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

ამჟამად, თამარი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (კახეთი).

მანონ ბოკუჩავა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი.

2011-2012 წლებში იყო გაზეთ „რეზონანსის“ კორესპოდენტი ქვემო ქართლის რეგიონში. 2014 წელს გახდა ბრემენის უნივერსიტეტის და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” პროექტის – „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება“, მკვლევარი/სტიპენდიანტი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ამზადებდა ანალიტიკური ხასიათის სტატიებს უმუშევრობის, პროფესიული განათლების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოწვევებზე. თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“. აგრეთვე, მანონი არის ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთის „ქვემო ქართლის“ და „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის www.kkpress.ge-ს დამფუძნებელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, მანონი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, რეგიონული ანალიტიკოსი (ქვემო ქართლი).

რატი ბახტაძე

2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. არის სხვადასხვა ტრეინინგების და კონფერენციების მონაწილე. არის გაეროს მოდელირების გამარჯვებული 2011 და 2012 წლებში. გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში. 2011 წელს იყო „ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.
2012 წელს იურისტის თანაშემწედ მუშაობდა “ამომრჩეველთა ლიგაში“. რადიო ობიექტივში ამომრჩეველთა ლიგის სახელით იყო გადაცემის წამყვანი. არის მოხალისე „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში“. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

FactCheck-ის გუნდის წევრი იყო 2013 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მაისამდე.

ვასილ მამულაშვილი

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით. 2002-2004 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ბიბლიურ–თეოლოგიური ინსტიტუტი“. 2005 წელს იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. 2007 წელს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 2008–2013 წლებში მუშაობდა კომპანიაში IPM. 2012–2013 წლებში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციასთან – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2013-2014 წლებში ვასილი იყო FactCheck-ის გუნდის წევრი.

თამარ ჯიქია

თამარი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია. 2010-2011 წელს იყო მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფინალისტი და სწავლობდა აშშ-ში, მისურის შტატის ჰეიზელვუდის საშუალო სკოლაში. აშშ-ში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა კონფერენციებში ვაშინგტონში, კანზასსა და ორლანდოში.

2013 წელს გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის მეორე ადგილისა და საუკეთესო გამომსვლელის ჯილდოს მფლობელი. ამავე წელს გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

FactCheck-ის გუნდის წევრი იყო 2013 წლის აპრილიდან 2015 წლის მაისამდე.

ნოდარ ჩაჩანიძე

2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე. 2008-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი პოლიტიკური ფორმატის დებატებში. 2009 წლიდან საქართველოს დებატების ასოციაციის ასოცირებული მწვრთნელი და მსაჯია. 2011-2012 წლებში ერთწლიანი სტაჟირება გაიარა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ბავშვისა და ქალის უფლებათა დაცვის ცენტრში.  არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტები ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2010 წელს გახდა საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონი და ამავე წლიდან საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები გუნდის წევრია. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

2013 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით ნოდარი იყო FactCheck-ის გუნდის წევრი.

შოთა ფალავანდიშვილი

2010 წლიდან სწავლობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც ბეჭდურ ისე სამაუწყებლო მედიაში. იყო ტელეკომპანია TV3-ის ჟურნალისტი. ასევე, მუშაობდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. არის დოკუმენტური ფილმის თანაავტორი. 2012 წელს იყო საფაკულტეტო გაზეთ „ექსპერიმენტი 2012“-ის რედაქტორი. ფლობს ინგლისურ ენას.

2013-დან 2017 წლამდე შოთა იყო FactCheck-ის გუნდის წევრი.

ვახტანგ ბერიკაშვილი

ვებ-დეველოპერი, პროგრამისტი, Freelancer. ამჟამად სწავლობს და მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

2009 წლიდან დღემდე გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები: სოციალურ თანასწორობაზე, გენდერულ საკითხებზე, ჯანდაცვაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, უნარების განვითარებაზე და სხვა. მონაწილეობდა მრავალ ახალგაზრდულ პროექტში. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

2013 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით, ვახტანგი იყო FactCheck-ის გუნდის წევრი, ვებ-დეველოპერი და ვებ-ადმინისტრატორი.

შოთა გელოვანი

2014 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2013-14 წლებში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა ბრატისლავას კომენიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტში. მოპოვებული აქვს გამარჯვება კონფერენციაში “ახლო აღმოსავლეთის როლი მსოფლიო პოლიტიკაში”.  წარმატებით გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ისეთ სფეროებში როგორიცაა: საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, პოლიტიკური უნარ-ჩვევები, დებატების კულტურა.

2011 წლიდან არის საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის მოხალისე.
ფლობს ინგლისურ, რუსულ, თურქულ და იტალიურ ენებს.

2014 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით, შოთა იყო FactCheck-ის გუნდის წევრი.

დავით ნოზაძე

2011 წლიდან სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2013 წელს საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში, ლიტვაში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ამჟამად, დავითი არის FactCheck-ის გუნდის წევრი, მთარგმნელი.

მარიამ ჩაჩუა

2010 წელს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, 2012-2014 წლებში სწავლობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკურ მეცნიერებებში. აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება. მიჰყავს სალექციო კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

FactCheck-ის გუნდის წევრი იყო 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის მაისამდე.

ზვიად ხორგუაშვილი

2011 წელს დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი, ESM ბიზნეს სკოლა. 2014 წლიდან სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში მიწვეულ ლექტორად. ასწავლის საგნებს: ეკონომიკის ისტორია, თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიები და კორპორაციული ფინანსები.

2011-2014 წლებში მუშაობდა თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში, პოლიტიკისა და ეკონომიკის კვლევით ცენტრში. ჩართული იყო სხვადასხვა აკადემიურ პროგრამებში.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს

FactCheck-ის გუნდის წევრი იყო 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის სექტემბრამდე.

ლაშა სენაშვილი

2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამავე წლის სექტემბრიდან სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, კავკასიისა და ევრაზიის კვლევების მიმართულებით.

აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები თემებზე: საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და ა.შ. მონაწილეობას იღებდა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო მოდელირებებში, როგორც დელეგატის, ისე კომიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ასევე, მონაწილეობდა FDL-ის მიერ ორგანიზებულ დებატების ჩემპიონატებში, როგორც მოდებატე და შემდეგ როგორც მსაჯი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

FactCheck-ის გუნდის წევრი იყო 2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე.