Top
რეკლამა

FactCheck.ge „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)” ინოვაციური და საინტერესო პროექტია, რომლის პოპულარულობა ყოველდღე იზრდება. ეს არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი გვერდი, რომელიც საზოგადოებას საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას მოკლე კვლევის სახით ქართულ და ინგლისურ ენებზე აწვდის.

FactCheck და მისი გუნდი პოლიტიკოსებს, ამომრჩევლებს და ფართო საზოგადოებას ქართულ პოლიტიკაში სიმართლის დადგენაში ეხმარება, ხელს უწყობს პოლიტიკოსების საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდას და ფაქტებზე დამყარებული და ფაქტებით გამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარებას.

ვებ-გვერდის აქტიური მომხმარებლები არიან ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატები, სტუდენტები და ა.შ.

თქვენი რეკლამის ჩვენს საიტზე განთავსება არის დამატებითი და გარანტირებული შესაძლებლობა, მიიზიდოთ ინფორმირებული და სოციალურად აქტიური ქართული და საერთაშორისო აუდიტორია.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განათავსებთ რეკლამას ჩვენთან, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, გაიგოთ როგორც ჩვენს საიტზე შემომსვლელთა სტატისტიკა, ისე თქვენს რეკლამაზე გადასვლების რაოდენობა. თუ არ გაქვთ ვებ-გვერდი, ჩვენ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ სარეკლამო სტატია თქვენი კომპანიის შესახებ, სადაც ასევე განთავსებული იქნება კომპანიის ლოგო და საკონტაქტო ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა:  info@factcheck.ge
ტელ:   +(995 32) 2 22 29 13,  557 223 069
საკონტაქტო პირი: ვახტანგ ბერიკაშვილი