Top
პაატა გაფრინდაშვილი

paata2016 წლიდან პაატა გაფრინდაშვილი არის GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაციის) დირექტორი. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ავსტრიაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პაატა გაფრინდაშვილი 1994 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მსახურობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე, იყო საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში (2003), საქართველოს  საქმეთა რწმუნებული რუმინეთში (2002), საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი საბერძნეთში (1995-1998). ის გახლავთ არაერთი საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილე. ეუთოში სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას საქართველოს საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებზე. პაატა გაფრინდაშვილი 1999-2001 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, 2004 წელს კი – მინისტრის მოადგილე. 2005 წელს მან ასევე იმუშავა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში.

პაატა გაფრინდაშვილი სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე (თბილისი, 1994), აგრეთვე ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრსა (გერმანია, 2000) და თავდაცვის სამეფო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი, 2001). ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.