Top
გახდი მხარდამჭერი

2013 წლის 30 ივლისიდან ფუნქციონირება დაიწყო “საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“  ინოვაციამ FactCheck.ge. ეს გახლავთ ქართულ სივრცეში ერთადერთი პროექტი, რომელიც საზოგადოებას საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას კვლევის სახით აწვდის.

საქართველოს, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის პოლიტიკური სივრცე და დემოკრატია, მუდმივად საჭიროებს სამოქალაქო საზოგადოების მზარდ მონიტორინგს.

FactCheck და მისი  გუნდი ფართო საზოგადოებას, ამომრჩევლებს და თავად პოლიტიკოსებს ქართულ პოლიტიკაში სიმართლის დადგენაში ეხმარება, ხელს უწყობს პოლიტიკოსების საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდას და ფაქტებზე დამყარებული და ფაქტებით გამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარებას.

გახდი  FactCheck-ის  პარტნიორი და შესაბამისად იყავი საქართველოში დინამიური პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: info@factcheck.ge
ტელ:  +(995 32) 2 22 29 43,  598 333 850

საკონტაქტო პირი: ვახტანგ ბერიკაშვილი