Top
ფაქტ-მეტრ TV

ფაქტ-მეტრი განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას საზოგადოებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებისა და პოლიტიკოსთა ანგარიშვალდებულების ზრდის მიმართულებით. ამჯერად, წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს – „ფაქტ-მეტრ TV“. ფაქტ-მეტრის ამ მორიგი ინოვაციის მეშვეობით, თქვენ ახლა უკვე გაქვთ შესაძლებლობა არამხოლოდ იკითხოთ ჩვენი კვლევები, არამედ იხილოთ ამ კვლევების მიხედვით გაკეთებული მოკლე ტელესიუჟეტები. სტატიების პარალელურად, ფაქტ-მეტრის გუნდი, ამჯერად უკვე რამდენიმეწუთიანი საინტერესო სიუჟეტების მეშვეობით მიაწვდის საზოგადოებას გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას საჯარო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

ფაქტ–მეტრ TV–ს გუნდი:
ჟურნალისტი: შოთა ფალავანდიშვილი
ოპერატორი/მემონტაჟე: ბექა გორგიძე–გაბუნია
სცენარისტები: ნატალია ვახტანგაშვილი / თეონა აბსანძე
პროდიუსერი: არჩილ მაჭავარიანი
ფაქტ-მეტრი ჩვეული პროფესიონალიზმით, ობიექტურობისა და ნეიტრალურობის დაცვით, ახლა უკვე ტელეფორმატში დაადგენს თქვენთვის სიმართლეს!