2017 წელი ქართული ტურიზმისთვის უპრეცედენტო გამოდგა. ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 7.6 მლნ შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 19%-ით აღემატებოდა. საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან 46% ტურისტი(ვიზიტორი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული ნებისმიერი უცხოელი მოგზაურია. ტურისტი კი ისეთი ვიზიტორია, რომელიც ქვეყანაში 24 საათს ან მეტსგაატარებს)იყო, რაც 2016 წლის იდენტურ მაჩვენებელს 3.2 პროცენტული პუნქტით აჭარბებდა. ზრდის აღნიშნული ტენდენცია 2018 წელსაცგაგრძელდა.

ვიზიტორებისა და ტურისტების გაუმჯობესებული სტატისტიკის ფონზე, ფაქტ-მეტრი 2017-2018 წლის ზამთრის ტურისტული სეზონის მაჩვენებლებით დაინტერესდა.სამთო კურორტების მონაცემებთან ერთად, სტატიაში ზამთრის სეზონის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ ვიზიტორთა და ტურისტთა სტატისტიკასაც მიმოვიხილავთ.

მთის კურორტების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, საშუალოდ, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით გრძელდება. კონკრეტული კურორტებისთვის სეზონის ხანგრძლივობა განსხვავებულია.

2017-2018 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე, საქართველოში, 2 063 565 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 18%-ით აღემატება და საანგარიშო პერიოდში (2013-2018 წლები) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სეზონის განმავლობაში, ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს დეკემბერში ეწვია და 600 004 ათასი კაციშეადგინა.

მნიშვნელოვანია, რომ 2013-2018 წლების განმავლობაში ზამთრის სეზონზე საქართველოში შემოსული ვიზიტორების დინამიკა მუდმივად მზარდია. ცვალებადია ვიზიტორთა ზრდის ტემპის მაჩვენებელი.

ცხრილი 1:ვიზიტორები საქართველოს ზამთრის ტურისტულ სეზონზე 2013-2018 წლებში (ათასი კაცი, %)

წლები დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი სულ ზრდა
2013-2014 392 628 320 005 295 434 394 884 1 402 951 7%
2014-2015 435 446 309 753 293 152 386 257 1 424 608 2%
2015-2016 465 985 323 159 360 402 451 737 1 601 283 12%
2016-2017 486 141 387 070 368 010 511 045 1 752 266 9%
2017-2018 600 004 444 241 440 806 578 514 2 063 565 18%

წყარო:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოში 894 307 ტურისტი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 29.3%-ით აჭარბებს. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული რაოდენობა, ისევე როგორც წლის შესაბამისი პროცენტული ზრდის მაჩვვენებელი, ყველაზე მაღალია. 2013-2018 წლებში საქართველოში ზამთრის სეზონზე ქვეყანაში შემოსულმა ტურისტების რაოდენობამ მხოლოდ 2014-2015 წლის სეზონზე, 5%-ით დაიკლო, მომდევნო პერიოდებისთვის კი მუდმივად იმატებს.

ცხრილი 2:ტურისტები ზამთრის სეზონზე 2013-2018 წლებში (ათასი კაცი, %)

წლები დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი სულ ზრდა
2013-2014 145 642 122 996 108 685 144 934 522 257 -
2014-2015 145 946 111 908 101 046 136 389 495 289 -5%
2015-2016 155 048 116 369 120 215 170 835 562 467 14%
2016-2017 177 982 154 083 139 918 219 642 691 625 23%
2017-2018 234 969 189 476 177 845 292 017 894307 29,3%

წყარო:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

უშუალოდ საქართველოს მთის კურორტებზე შემოსული ვიზიტორების სტატისტიკას, მთის კურორტების განვითარების კომპანიააქვეყნებს. კომპანია საბაგიროებზე დაფიქსირებული ტურისტების რაოდენობას „SKI DATA” პროგრამის მეშვეობით ითვლის.

ცხრილი 3:2017-2018 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს ზამთრის კურორტების საბაგიროებზე დაფიქსირებული ვიზიტორების სტატისტიკა (ათასი კაცი, %)

ბაკურიანი გუდაური გოდერძი ჰაწვალი თეთნულდი სულ
ვიზიტორების რაოდენობა 132 704 345 997 10 283 35 890 524 874
ზრდა წინა სეზონთან შედარებით 15% 25% 129% 119% 122% 25%

წყარო:საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია

საქართველოში შემოსული მოგზაურებიდან,2017-2018 წლის სეზონზე, მთის კურორტებს სულ 524 874 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. აქედან, ყველაზე მეტი ვიზიტორი, გუდაურის საბაგიროზე 345 997 მოგზაურის სახით დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მონაცემს 25%-ით აჭარბებს. ყველაზე მაღალი ზრდა[1]აჭარის მაღალმთიანეთში, კურორტ გოდერძზე დაფიქსირდა და 129% შეადგინა. 122%-ით მეტი ვიზიტორი თეთნულდს, ხოლო 119%-ით მაღალი მოგზაურების რაოდენობა მესტიის კურორტებს, თეთნულდსა და ჰაწვალს ეწვია. ბაკურიანის საბაგიროებზე 132 704 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება.

საქართველოს ტურისტული პოტენციალი მუდმივად იზრდება. ასევე იმატებს ტურიზმისგან მიღებული შემოსავლების მოცულობა. 2017 წელს ტურიზმისგან მიღებული შემოსავალმა 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც შესაბამისი პერიოდის მშპ-ის 6.9% იყო.

[1]გოდერძის, ჰაწვალისა და თეთნულდის შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებლებზე არსებითი გავლენის მატარებელია საბაზო ეფექტი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი