უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობამ მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ყველაზე მაღალ გრადუსს მიაღწია, მხარეებმა ფაქტობრივად ღია სამხედრო კონფრონტაციის ზღვარს მიაღწიეს.

10 აგვისტოს რუსულმა ФСБ-მ განცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად უკრანელი დივერსანტების ჯგუფი დააკავა. ოფიციალური რუსული ვერსიის თანახმად, 8 აგვისტოს ღამეს ანექსირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ შეტაკებაში ერთი რუსი სპეცრაზმელი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. თანაც, რუსული მხარის განცხადებით, შეტაკებისას ყირიმის ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლი საზღვარზე განლაგებულმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს.

მოგვიანებით რუსეთის სპეცსამსახურებმა დაკავებული „დივერსანტის“ ჩვენების ვიოდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელზეც დაკავებული - ვინმე ევგენი პანოვი, ყვებოდა, რომ უკრაინიდან გადმოსული ჯგუფის მიზანი „ტურისტული სეზონის ჩაშლის მიზნით“ აფეთქებების მოწყობა იყო, რასაც მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა.

ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა უშიშრეობის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ „უკრაინბა ტეროროზე გადავიდა“, რაც, მისი თქმით, უპასუხოდ არ დარჩება. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ „მინსკის ფორმატში“ მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა.

თავის მხრივ, კიევმა ყირიმში დაკავებულებთან რაიმე კავშირი და ტერაქტების მზადება კატეგორიულად უარყო. პეტრო პოროშენკომ რუსეთის განცხადებებს ფანტაზიები უწოდა და ყირიმის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. უკრაინის ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მოსკოვის ბრალდებები პროვოკაციად და საომარი მოქმედბების ახალი ეტაპისთვის მზადებქად შეაფასეს.

რუსული ვერსია არ აღმოჩნდა დამაჯერებელი არც დასავლეთისთვის - როგორც უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ასევე აშშ-ს ელჩმა ჯეფრი პაიეტმა განაცხადხეს, რომ მოსკოვის ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დაძაბულობას ყირიმის გარშემო რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების კონცენტრაცია უძღოდა წინ. 3 აგვისტოს პოლონურმა გამოცმამ გაზეტა ვიბორჩამ გამოქვეყნა სტატია სატაურით „რუსეთი დიდი ომისთვის ემზადება“. გამოცემის ცნობით, რუსეთი უკრაინის საზღვართან 200 ათას ჯარისკაცს და საჰაერო და სარაკეტო ძალებს უყრის თავს. რუსი სამხედრო ექსპერტი რუსლან პუხოვი, რომელსაც გამოცემა ეყრნობა, ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, კიევზე დარტყმისთვის სამ დაჯგუფებას ამზადებს, ხოლო სამხრეთში ქმნის არმიას უკრაინის ძირითადი ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში ალყაში მოსაქცევად. ექსპერტის მტკიცებით, რუსეთი ასევე ძალების კონცენტრირებას ბელარუსის, ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის საზღვრებთან ახორციელებს, თუმცა ამ მიმართულებებით ჯარების რაოდებიბა „შეუდარებლად ნაკლებია“ უკრაინის მიმართულებით თავმოყრილ ძალებზე.

უკრაინულმა საინფორმაციო რესურსმა „ინფორმნაპალმმა“ 13 აგვისტოს ინფორმაცია გამოაქვეყნა (ფოტომტკიცებულებებთან ერთად) იმის შესახებ, რომ რუსეთმა ყირიმის მიმართულებით ჯარების გადასროლა 7-8 აგვისტოს ინციდენტამდე ბევრად ადრე დაიწყო. კერძოდ, 27 ივლისს - 2 აგვისტოს, წვრთების საბაბით, ანექსირებულ რეგიონში სტრავრიპოლიდან 247-ე სადეანტო-მოიერიშე პოლკის ქვედანაყოფები გადაისროლეს. 2-6 გვისტოს ყირიმში მურომში დისლოცირებული 1-ლი საინჟინრო-მესანგრეთა ბრიგადა ჩავიდა, რომელმაც მანამდე სირიაში, პალმირასთან იბრძოლა და რომლის შემადგენლობაში ქალაქის ბრძოლებისთვის გაწვრთნილი ქვედანაყოფები შედის.

ამავე დღეებში ყირიმში 49-ე არმის 66-ე მართვის ბრიგადის ქვედანაყოფები განლაგდნენ, რომლელთა ფუნქცია სამხედრო სარდლობის რუსეთის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან კავშირის უზრუნველყოფაა.

„ინფორმნაპალმის“ ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან ყირიმში და რუსეთის კრასნოდარის მხარეში სამხედრო ტექნიკის აქტიური გადაადგილება შეინიშნებოდა.

15 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების მანევრები კავკაზ-2016 დაიწყება, რომელიც როგორც ჩრდილო კავაკსიაში, ასევე ყირიმში უნდა ჩატარდეს და რომელშიც მონაწილეობას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ძალები და შავი ზღვის ფლოტი მიიღებენ. ბოლო ასეთი ტიპის წვრთნები „კავკაზ-2012“ იყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩატარდა. მანევრები „კავკაზ-2008“ კი რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ.

უნდა აღინიშნის, რომ 2016 წელსა და 2008 წელს არსებულ სიტუაციას შორის ბევრი მსგავსებაა - საპრეზიდენტი არჩევნები აშშ-ში, ოლიმპიადა, რომელზეც მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი, საპარლამენტო არჩევნები რუსეთში, რომელიც სექტემბერში გაიმართება (2008 წელს დმიტრი მედვედევი პრეზიდენტად, მართალია, გაზაფხულზე აირჩიეს, თუმცა საკუთარი იმიჯის განმტკიცების და სააზოგადოებაში ლეგიტიმაციის პრობლემა გადასაჭრელი ჰქონდა).

ყირიმის ანექსიისა და ურკაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყების შემდეგ კრემლი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, სანქციებმა კი რუსული ეკონიმიკა საგრძნობლად დაასუსტა. ამ ვითარებაში ვლადიმირ პუტინმა საკუთარი ძალაუფლების განმკიცების გზად დასავლეთის მიმართ მტრული რიტორიკა და მუდმივი საომარი კამპანიები აირჩია. უკრაინის წინააღდეგ სრულმასშტსსბიანი ომის დაწყების მიზეზი შესაძლოა სწორედ ქვეყნის შიგნით ძალაუფლების განმტკიცების სურვილი გახდეს. თუმცა იმისთვის, რომ სანქციების გამკაცრება თავიდან აიცილოს, მოსკოვს სურს დასავლეთი დაარწმუნოს, რომ აგრესორი სწორედ კიევია - თითქოს სამხედრო კონფრონტაციაში დამნაშავე უკრაინის ხელისუფლებაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ვერ აგვარებს და ხალხის ყურადღების გადატანა სურს. „ტერაქტების“ გახსნის შემდეგ კი კრემლს, ლოგიკურად, იმის მოლოდინი ექნება, რომ დასავლელი ლიდერები კიევის მხარდაჭერაზე ხელს აიღებენ და უკრაინაში, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მოწმედების სრულ თავისუფლებას მისცემენ.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი