2014

წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის წარდგენისას, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა: "წლების განმავლობაში 100-ზე მეტი ადვოკატი დაკავებული იყო. მათი უმრავლესობა დღეს გათავისუფლებულია".

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი ადვოკატი იყო ბოლო ათწლეულის მანძილზე დაკავებული, ჩვენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მივმართეთ. უწყებიდან მიღებული ინფორმაციის

მიხედვით, 2003-2014 წლებში 163 მსჯავრდებული ადვოკატი იყო, ხოლო 2015 წლის ექვს თვეში კი - ხუთი. აქედან, თავისუფლების აღკვეთა 93 ადვოკატს შეეფარდა.

ცხრილი 1: 2003-2015

წლებში დაკავებულ ადვოკატთა რაოდენობა

 წელი  მსჯავრდებული მათ შორის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა
2003 4 -
2004 4 1
2005 6 3
2006 13 4
2007 15 12
2008 26 11
2009 23 12
2010 27 22
2011 27 16
2012 14 9
2013 3 2
2014 1 1
2015 (6თვე) 5 -
წყარო: უზენაესი სასამართლო

ფაქტ-მეტრი ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას დაუკავშირდა. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, 2003-2012

წლებში, ჯამში, 171 ადვოკატი იყო მსჯავრდებული, 2013-2014 წლებში კი - ოთხი. როგორც ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, მსჯავრდებულ ადვოკატთა რაოდენობა 2013 წლიდან მკვეთრად შემცირდა.

ცხრილი 2: 2003-2014

წლებში დაკავებულ ადვოკატთა რაოდენობა

წელი რაოდენობა
2003 4
2004 4
2005 6
2006 14
2007 14
2008 35
2009 24
2010 29
2011 31
2012 10
2013 3
2014 1
წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

რაც შეეხება ბოლო წლების მანძილზე გათავისუფლებულ ადვოკატებს, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ სასჯელაღსრულების სამინისტროდან და უზენაესი სასამართლოდან გამოვითხოვეთ. თუმცა, მსგავსი ტიპის სტატისტიკას არცერთი ორგანო არ აწარმოებს.

იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა ომბუდსმენმა აღნიშნული განცხადება, ფაქტ-მეტრი სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა. სახალხო დამცველის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული სტატისტიკა, თუ რამდენი ადვოკატი გამოვიდა ციხიდან ბოლო წლებში, არ არსებობს, თუმცა ბევრი მათგანი 2013 წლის ამნისტიის დროს გათავისუფლდა. ამნისტიის გარდა, იყო ადვოკატთა გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები, თუმცა მსგავსი სტატისტიკის ერთიანი ბაზა ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმაც. მან ასევე დაადასტურა, რომ პატიმრობაში მყოფ ადვოკატთა უდიდესი ნაწილი გათავისუფლდა. თუმცა, არც ადვოკატთა ასოციაცია არ ფლობს გათავისუფლებული ადვოკატების ზუსტ სიას.

დასკვნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2003-2012 წლებში 159 ადვოკატი იყო მსჯავრდებული. აქედან, თავისუფლების აღკვეთა 90-ს შეეფარდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით კი, 2003-2012 წლებში მსჯავრდებული იყო 171 ადვოკატი.

რამდენი ადვოკატი გამოვიდა ციხიდან ბოლო წლების მანძილზე, ამ ინფორმაციას არც სასჯელაღსრულების სამინისტრო და არც სხვა შესაბამისი უწყება არ ფლობს. სახალხო დამცველის აპარატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლებული ადვოკატების კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს, ბევრი მათგანი  2013 წლის ამნისტიის დროს გათავისუფლდა. ადვოკატთა გათავისუფლების ფაქტს ასევე ადასტურებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ უჩა ნანუაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი