ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირაკლი შოთაძის მეირ აღებული პრემია-დანამატების თემას გამოეხმაურა და განაცხადა:

„ბიუჯეტში პრემია-დანამატებისთვის გარკვეული თანხები ჩადებულია, თუმცა წელს ანაზღაურების ფონდი 60 მლნ ლარით ნაკლები გვაქვს გაცემული“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,

 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შრომის ანაზღაურების ფონდი 1 394 მლნ ლარით, ხოლო ცხრა თვის გეგმა 1 045 მლნ ლარით განისაზღვრა. ცხრა თვის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1 032 მლნ ლარი შეადგინა, რაც 43 მლნ ლარით ნაკლებია 2016 წლის 9 თვის ფაქტობრივ ხარჯზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების მომენტისთვის 8 თვის ბიუჯეტის ხარჯები იყო ცნობილი. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის რვა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების მუხლით 904 მლნ გაიცა, რაც 2016 წელთან შედარებით 48 მლნ ლარით ნაკლებია. რაც შეეხება 2017 წლის ბიუჯეტის 6 თვის გეგმას, 699 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, ხოლო შესრულების მაჩვენებელმა 682 მლნ ლარი შეადგინა.

ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით,

 სადაც ასახულია როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური ბიუჯეტების მაჩვენებლები, 2017 წლის რვა თვეში შრომის ანაზღაურების მუხლით 1 081 მლნ ლარი გაიცა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, ნაერთი ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლის შესრულებამ 1 149  მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 68.5 მლნ ლარით აღემატება. ეს რიცხვი მიანიშნებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებშიც შემცირებულია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი.

რაც შეეხება მთლიანად ადმინისტრაციულ ხარჯებს (ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა), 2017

წლის ნაერთი ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 3.1 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, რაც 2016 წელთან შედარებით 79 მლნ ლარით ნაკლებია.

დასკვნა

მიმდინარე წლის რვა თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე 904 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 48 მლნ ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება ნაერთ ბიუჯეტს, 2017 წლის რვა თვეში შრომის ანაზღაურების მუხლით 1 081 მლნ ლარი გაიცა. 2016 წლის მონაცემებით კი, 8 თვეში 68.5 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი