ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კოვზანაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების შესრულებამ 2 961.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმასთან შედარებით 213.2 მლნ ლარით მეტია. გადაჭარბებით შესრულდა გეგმა საგადასახადო შემოსავლების ნაწილშიც, გადასახდელების ფაქტიურმა შესრულებამ კი 2 780 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმიური მაჩვენებლის 94.3%-ს შეადგენს.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, ბიუჯეტი გეგმასთან შედარებით გადაჭარბებით შესრულდა.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი სამი თვის შემოსულობების გეგმა 2 748.5 მლნ ლარი იყო, ფაქტიურმა შესრულებამ 107.8% შეადგინა,

რაც გეგმასთან შედარებით 213.2 მლნ ლარით მეტია. თავის მხრივ, ბიუჯეტის გადასახდელები 2 779.8 მლნ ლარით დაიგეგმა, შესრულებამ კი 2 622.4 მლნ ლარი (94.3%) შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტის შესრულება შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში, შესაბამისად, 1.5 და 4.9 პროცენტული პუნქტებით გაუმჯობესდა.

  ცხრილი 1: 2016-2018

წლების სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულება (მლნ ლარი)

2018 – I 2017 - I 2016 - I
გეგმა შესრულება % გეგმა შესრულება % გეგმა შესრულება %
შემოსულობები 2748.5 2961.7 107.8 2537.6 2698.3 106.3 2148.6 2194 102.1
მ.შ. გადასახადები 2236 2380 106.4 2097 2274.2 108.5 1869 1956.4 104.7
გადასახდელები 2779.8 2622.4 94.3 2767.3 2473.3 89.4 2378.2 2266.5 95.3
წყარო: სახელმწიფო ხაზინა

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების შესრულება ბოლო წლების მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელია. რაც შეეხება ბიუჯეტის გადასახდელებს - 2018 წლის I კვარტალში მისი შესრულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული, თუმცა 2015-2016 წლების შესრულების პროცენტულ მაჩვენებლებზე

დაბალია.

  გრაფიკი 1:

სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულება (პროცენტული მაჩვენებელი)

graf

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსულობების ნაწილში გეგმის მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულება თუ ერთი მხრივ საბიუჯეტო სახსრების მობილიზების თვალსაზრისით პოზიტიური შედეგია, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული სახსრებით დამატებითი პროექტების დაფინანსება გახდებოდა შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მხოლოდ ერთი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით ნაადრევია და სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

სახელმწიფო ხაზინა ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების დეტალურ ანგარიშს მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოაქვეყნებს, რომელზე დაყრდნობითაც ფაქტ-მეტრი მკითხველს ვრცელ ინფორმაციას მიაწვდის.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი