საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოფლის მეურნეობაში ნეგატიურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „მესამე კვარტალში, ტურიზმის პიკზე, გაზრდილი უნდა იყოს მოხმარება და, შესაბამისად, ადგილობრივი წარმოება. ვხედავთ, რომ შემცირებულია ხორცის, რძის  და კვერცხის წარმოება“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

გრაფიკი 1: 2014-2017

წლებში (III კვარტალი) ხორცის (ათასი ტონა), რძის (მლნ ლიტრი) და კვერცხის (მლნ ცალი) წარმოება

image001 წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, მიმდინარე წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება მართლაც შემცირებულია. კონკრეტულად, ხორცის წარმოება 18%-ით, რძის 12%-ით, კვერცხის კი 7%-ითაა შემცირებული.

  ცხრილი 1: 2007-2013

წლებში (IIIკვ.)  ხორცის (ათასი ტონა), რძის (მლნ ლიტრი) და კვერცხის (მლნ ცალი) წარმოება

წელი ხორცი რძე კვერცხი
2007 11.9 190.4 121.8
2008 10.3 184.2 101.5
2009 11.2 174.7 102.8
2010 14.4 186.6 111.9
2011 12 172.7 121.4
2012 8.3 177 112
2013 9.3 179.9 110.7

როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნული წარმოებები გამოკვეთილი ზრდის ან კლების ტენდენციით არ ხასიათდებოდა. პერიოდულად, ხორცის, კვერცხის და რძის წარმოება ხან იზრდებოდა, ხან კლებულობდა.

გასული და მიმდინარე წლების პირველი სამი კარტლის (იანვარ-სექტემბრის) შედეგებს რაც შეეხება, შემდეგი სურათი გვაქვს - ხორცის წარმოება შედარებით სტაბილურია, რძის ყოველწლიურად მცირდება, ხოლო კვერცხის 2016 წლიდან მცირდება.

გრაფიკი 2: 2014-2017

წლების სამი კვარტლის ხორცის (ათასი ტონა), რძის (მლნ ლიტრი) და კვერცხის (მლნ ცალი) წარმოება

image002

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლების მონაცემებს 2007-2013 წლის მონაცემებს ვერ შევადარებთ, რადგან 2007-2015 წლის გამოკვლევების ბაზის ძირითად წყაროს 2004 წლის სასაოფლო-სამეურნეო აღწერა წარმოადგენდა. 2016 წლიდან გამოკვლევების შერჩევის ბაზა განახლდა და 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაეფუძნა. შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქსტატმა 2014 და 2015 წლების მონაცემების გადაანგარიშება განახორციელა.

დასკვნა

მიმდინარე წლის III კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორცის წარმოება 18%-ით, რძის 12%-ით, კვერცხის წარმოება კი 7%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ბოლო 4 წლის მონაცემს, 2016 წლიდან ხორცის და კვერცხის წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება. რძის წარმოებაში კი პერიოდულად ხან ზრდა, ხან კლება აღინიშნება.

შემცირებაა სამი კვარტლის ჯამურ მონაცემებშიც, განსაკუთრებით კვერცხის და რძის წარმოებაში.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი