ვერდიქტი:ყალბი ამბავი

რეზიუმე:

ფეისბუქ გვერდმა "Change Your View" გაავრცელა წაქცეული კორპუსის ამსახველი ფოტომასალა, შესაბამისი სათაურით, თითქოს აღნიშნული მოვლენა თბილისში მოხდა. სინამდვილეში, ფოტოზე ასახული მშენებარე კორპუსი შანხაიში მდებარეობდა და 2009 წელს მშენებლობის პროცესში წაიქცა.

face ფოტო ასახავს 2009 წელს მომხდარ ინციდენტს შანხაიში, ჩინეთში.

რეალური ფაქტები

18 დეკემბერს ფეისბუკ გვერდმა „Change Your View” გაავრცელა მშენებარე საცხოვრებული კორპუსის ფოტოები

სათაურით: „აი რას იწვევს ასეთი მშენებლობები. დღეს ორთაჭალაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი გადავარდა. კიდევ კარგი შესახლებული არავინ არ იყო. მსხვერპლი 0“.

გუშინ თბილისში მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ მომხდარა. როგორც აღმოჩნდა, წაქცეული 13 სართულიანი მშენებარე კორპუსი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, სინამდვილეში არა ორთაჭალაში, არამედ ჩინეთში, შანხაის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.

The Telegraph-ის ცნობით, 2009 წლის ივნისში ფოტოზე გამოსახული ნაგებობა ნამდვილად გადავარდა. ინციდენტს ემსხვერპლა ერთი მუშა.

ფოტოს გადამოწმების შედეგად მარტივად დადასტურდა, რომ ფეისბუქ გვერდის მიერ გავრცელებული ფოტო მასალა და თანდართული ინფორმაცია სიცრუეა და მას არანაირი კავშირი არ აქვს ორთაჭალაში მდებარე მშენებარე კორპუსებთან. კორპუსის ნგრევის დეტალური მიზეზები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. გაურკვეველია, თუ რა მოტივი ამოძრავებდათ ამ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი