9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა:

„შრომის ანაზღაურება მცირდება 50 მილიონით. საინტერესოა, თუ რის ხარჯზე ახდენთ ფონდის შემცირებას. მარტივად რომ ვთქვა, ეს ყველაფერი გადადის ქართველი ჯარისკაცების მხრებზე, სადაც 48 მილიონით არის შემცირებული შრომის ანაზღაურება“.

ირაკლი აბესაძის განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა საქართველოს ბიუჯეტის ასიგნებები გააანალიზა. დოკუმენტის

მიხედვით, საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტში შრომის ჯამური ანაზღაურება 1 მლრდ 393 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემზე 49.8 მილიონი ლარით ნაკლებია, მომუშავეთა რიცხოვნობა კი 1 001 ადამიანით არის გაზრდილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის შრომის ჯამური ანაზღაურება 2016 წელთან შედარებით 26 მილიონი ლარით შემცირდა, სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა კი არ შეცვლილა (42 257 კაცი). ქართველი ჯარისკაცების ანაზღაურების კლებას თავდაცვის სამინისტროს შრომის ანაზღაურების შემცირებაში მართლაც აქვს მნიშვნელოვანი წვლილი. ჯარის შემოსავალი, როგორც ირაკლი აბესაძე ამბობს, 48 მლნ ლარით შემცირდა 2016 წელთან შედარებით და 318 642 ათასი ლარი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა კი 34 კაცით მცირდება. თუმცა, 13 მილიონით გაიზარდა წვრთნისა და სამხედრო განათლებისთვის განკუთვნილი შრომის ანაზღაურება, 37 კაცით მოიმატა ამ მიმართულებით მომუშავეთა რიცხოვნობამაც.

ცხრილი 1:

შრომის ანაზღაურება 2016 და 2017 წლებში

2016 2017
ფინანსთა სამინისტრო 64,310,000 54,365,000
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 13,906,000 11,800,000
იუსტიციის სამინისტრო 38,103,000 35,517,000
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 66,583,000 64,735,000
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 69,000,000 76,000,000
თავდაცვის სამინისტრო 404,958,000 378,895,000
შინაგან საქმეთა სამინისტრო 394,000,000 384,990,000
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 23,528,000 21,921,000
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 55,203,00 57,867,000
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 31,491,000 28,776,000
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 20,770,000 22,005,000
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 21,123,000 18,170,000
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

შრომის ჯამური ანაზღაურების 49.8 მილიონით შემცირება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და დასაქმებული ჯარისკაცების ხარჯზე არ მომხდარა. 10 მილიონით შემცირდა ფინანსთა სამინისტროს შრომის ანაზღაურება. 9 მილიონით შემცირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღაურება და 2017 წლის ბიუჯეტში 384.9 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული კლება დიდწილად საზოგადოებრივი წესრიგის, საზღვრის დაცვისთვის დაქირავებული მუშახელისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4-4 მილიონით შემცირებულმა შრომის ანაზღაურებამ განაპირობა. 2.1 მილიონით შემცირდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ხსენებულ სამინისტროში 2016 წელთან მიმართებით მომუშავეთა რიცხოვნობა არ შეცვლილა.

იუსტიციის სამინისტროს შრომის ანაზღაურება 2.6 მილიონით, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობა 87 ადამიანით შემცირდა. ანალოგიურად შემცირდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ანაზღაურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებისთვის გამოყოფილი შრომის ანაზღაურების კლების ხარჯზე, თუმცა მომუშავეთა რიცხოვნობა ამ შემთხვევაში არ შეცვლილა.

3

მილიონით შემცირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, 1.8 მილიონით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, 1.6 მილიონით კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთა შრომის ანაზღაურება. მომუშავეთა რიცხოვნობამ კი, შესაბამისად, 99-ით, 20-ითა და 3-ით მოიკლო.

2017

წლის ბიუჯეტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შრომის ანაზღაურების 7.5 მილიონი ლარით ზრდა არის გათვალისწინებული, მომუშავეთა რიცხოვნობის 1 012 ადამიანით მომატების პარალელურად (სავარაუდოდ, სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში უკვე დასაქმებული ადამიანების ბიუჯეტში ასახვა მოხდა და ახალი შტატები არ შექმნილა).

7

მილიონით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შრომის ანაზღაურება იზრდება.

  დასკვნა

საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ჯამური ანაზღაურება 2016 წლის მონაცემთან შედარებით 49.8 მილიონი ლარით არის შემცირებული. მაჩვენებლის კლება ნაწილობრივ თავდაცვის სამინისტროს 26 მილიონით შემცირებულმა შრომის ანაზღაურებამ განაპირობა, რაშიც როგორც ჯარისკაცთა ანაზღაურების 48 მილიონით შემცირება, ისე სხვა კატეგორიის ანაზღაურებათა მატება არის გათვალისწინებული. შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ჯამური რიცხვის შემცირება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და ჯარისკაცების შრომის ანაზღაურების კლებით არ არის განპირობებული. შემცირებულია ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროთა შრომის ანაზღაურებაც.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი