ტელეკომპანია „პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა: „საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5.4 მლნ ადამიანს შეადგენდა. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიზიტორთა ჯამური რაოდენობა შესაბამისად 2%, 7% და 8%-ით გაიზარდა და 2016 წლის ბოლოსთვის 6.4 მლნ კაცი შეადგინა.

2017

წლის პირველი 9 თვის მდგომარეობით, საქართველოში შემოსულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა შეადგენდა 5.8 მლნ ადამიანს. აღნიშნული მაჩვენებელი, 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით არის გაზრდილი. ამასთან, შეიცვალა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობით ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალი. უკრაინა ჩაანაცვლა ირანმა 273 ათასი ვიზიტორით. ირანიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 2016 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 127%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა უკრაინის შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ით გაიზარდა.

გრაფიკი 1:

 საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობით TOP 5 ქვეყანა (მლნ კაცი)

image001 წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მსოფლიო ბანკის მონაცემებით,

რუსეთში შესულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2013 წელს 30.8 მლნ კაცს შეადგენდა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ით იზრდებოდა და 2015 წლისათვის დაახლოებით 34 მლნ კაცი შეადგინა.

2013

წლის მონაცემებით, თურქეთში შესულ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა შეადგენდა 37.8 მლნ ადამიანს. 2014 წელს დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, ხოლო 2015 წელს ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 1%-ით და ჯამში 39.5 მლნ ადამიანი შეადგინა.

2014

წელს აზერბაიჯანში საერთაშორისო შესვლების ოდენობამ 2.2 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მომდევნო წელს ვიზიტორთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა და 1.9 მლნ კაცი შეადგინა.

სომხეთში, აზერბაიჯანის მსგავსად, ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2014 წელს დაფიქსირდა. 2013 წელს სომხეთს 1.1 მლნ საერთაშორიო ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2014 წელს, 1.2 მლნ ვიზიტორით, სომხეთს ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. 2015 წლისათვის საერთაშორისო შესვლების მონაცემი არ შცვლილა და ისევ 1.2 მლნ დარჩა.

გრაფიკი 2:

ვიზიტორების რაოდენობა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში (მლნ კაცი)

image002 ­­ წყარო: მსოფლიო ბანკი

  დასკვნა ზაქარია ქუცნაშვილი "რეგიონზე" საუბრისას შესაძლოა გულისხმობდა როგორც კავკასიის რეგიონს, აგრეთვე საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს. კავკასიის რეგიონში

მოიაზრებიან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის ნაწილი. რუსეთი კავკასიის შემადგენლად მის ტერიტორიაზე არსებული ავტონომიური რესპუბლიკების გამო ითვლება, მაგალითად: ინგუშეთი, ჩეჩნეთი, დაღესტანი და სხვა. ჩამოთვლილი ავტონომიური სუბიექტები საერთაშორისო ვიზიტორების დიდი ნაკადით არ გამოირჩევიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობით კავკასიის რეგიონში, საქართველო შეიძლება ლიდერ ქვეყანად ჩაითვალოს.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ მოსაზღვრე ქვეყნებს შორის, 2015 წლის მდგომარეობით, თურქეთში შესულ ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 7-ჯერ, 34 მლნ ადამიანით აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოს შემთხვევაში.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი