2017

წლის 23 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ პარტნიორობის 25 წელი აღნიშნეს. ფაქტ-მეტრი ეხმაურება ამ მოვლენას და გთავაზობთ  აშშ-საქართველოს ურთიერთობაში მნიშვნელოვანი მომენტების ძალიან მოკლე მიმოხილვას.

1992-2003 წელი
  • 1992 წელს გაფორმდა პირველი ეკონომიკური ხელშეკრულება ინვესტიციების შესახებ საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა ინვესტორების შემოსვლას საქართველოში და ეკონომიკური კავშირის გაღრმავებას;
  • 1992 წლის 23 აპრილს საქართველოში აშშ-ს საელჩო გაიხსნა, რომლის პრიორიტეტს ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერება და დემოკრატიის გამარჯვება წარმოადგენდა;
  • 1993 წელს ევროპა-კავკასია-აზია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ (TRACECA) პროექტში პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ტრანსპორტირებას საქართველოს და აზერბაიჯანის გზით;
  • თანამშრომლობის სფეროები: კულტურისა და სამეცნიერო;  გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ჰუმანიტარული, ტექნიკურ-ეკონომიკური, ინვესტიციების და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობისთვის;
  • მნიშვნელოვანია, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარება, რომელიც 1996 წლიდან გამოყოფს საქართველოსთვის საკვებ პროდუქტებს;
  • ამ წლებში აშშ-ს მხრიდან გაწეულმა დახმარებამ (ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული) ხუთას მილიონ დოლარს გადააჭარბა (ჯოუნსი, 1995, 15).
2003-2017 წელი პოლიტიკა
  • ჯორჯ ბუშ უმცროსის წერილი - 2003 წლის იანვარში, აშშ-ს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმა საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერას. ერთჯერადი თანადგომის გარდა ამერიკის პრეზიდენტის წერილში აღძრული იყო არაერთი ისეთი საკითხი, რომელიც საქართელოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენდა 2003-2005 წლებში;
  • 2005 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი და სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. საქართველოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს იყო დადასტურება, რომ ეს ორი ქვეყანა მჭიდრო პარტნიორები იყვნენ;
  • 2008 წელს ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივანი და გამოხატა თავისი ქვეყნის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ხელშეუხებლობის აუცილებლობის შესახებ. აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ 116,3 მილიონი დოლარი გადმორიცხა ქვეყნის რეაბილიტაციის და აღმშენებლობისათვის;
  • 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ქარტია, რომელმაც ასახა ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ჩარჩოშიც დღემდე მიმდინარეობს ურთიერთობები:
  • 2010 წელს საქართველოს ეწვია ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც გამოხატა დიდი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მას მუდმივ პარტნიორობას  დაპირდა;
  • 2010 წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრ სახლში ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე იყო მიწვეული, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი;
  • 2012-2014 წლებში რამდენჯერმე შეიკრიბა ქარტიაში დეკლარირებული სფეროების 4 სამუშაო ჯგუფი (დემოკრატიის და მმართველობის; თავდაცვის და უსაფრთხოების; ხალხთაშორის ურთიერთობების; ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის);
  • 2017 წლის 5 მაისს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს. ამ აქტით აშშ-მ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეროვნულ ინტერესად გამოაცხადა.
თავდაცვა და უსაფრთხოება
  • 2002 წელი - წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა (GTEP);
  • 2005 წელი - მხარდაჭერისა და სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფის პროგრამა (SSOP);
  • სამი ქართული ბრიგადა, რომელიც GTEP-ის და SSOP-ის ფარგლებში იქნა გაწვრთნილი, 2005-2008 წლებში აშშ-ს სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით ერაყში ასრულებდა მისიას;
  • 2010 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში ქართული ქვეითი ბატალიონები მონაწილეობას იღებენ ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში;
  • GDP-ISAF პროგრამის მეშვეობით 2010 წლიდან დღემდე გადასროლის წინა მომზადება 11 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
  • აღსანიშნავია, სამხედრო განათლების პროგრამები, აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის დახმარება, ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფების შეფასებითი ხასიათის ვიზიტები და სხვ. ეს პროგრამები ფინანსდება და ხორციელდება აშშ-ის მხარის მიერ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სამხედრო რეფორმების სტიმულირებას და პროფესიული სამხედრო განათლების დონის ამაღლებას.
  • უსაფრთხოების სფეროში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამაა (BTRP), რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ს დაფინანსებით აშენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL) და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევთა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა.
  • 2013 წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრის შედეგად თავდაცვის სფეროში გაღრმავებულ თანამშრომლობას ახალი მიმართულებები დაემატა.
თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიზანია საქართველოს სამხედრო სისტემის მოდერნიზებისა და თავდაცვის რეფორმების დაჩქარება, ნატო-სთან თავსებადობის ხარისხის ამაღლება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება. ეკონომიკა/ინვესტიციები/ფულადი დახმარება სავაჭრო ბრუნვა

 2000-2014 წლები (მილიონი აშშ დოლარი):

წელი ექსპორტი   იმპორტი
2000 7,1 69,6
2001 8,8 64,1
2002 13,5 68,8
2003 15,4 90,7
2004 21,2 110,9
2005 26,7 146,9
2006 58,5 129,6
2007 149 203,9
2008 102,2 358,1
2009 36,9 231,6
2010 187,2 180,9
2011 143,5 245,8
2012 226,2 213,2
2013  136,4 253,8

  • 2005 წელს ათწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის პროგრამა დაიწყო რომლის ფარგლებშიც აშშ-მა საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონის დახმარება გაუწია;
  • 2005-2008 წწ. – 295,3 მილიონი აშშ დოლარი;
  • 2008 -2013 წწ. - 395,3 მილიონი აშშ დოლარი;
  • 2013 წლიდან - დღემდე - 140 მილიონი აშშ დოლარი;
  • 2007-2012 წლებში აშშ-ს მხრიდან საქართველოში განხორციელებულ იქნა 426.5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც ქვეყანაში არსებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 8,4%-ს შეადგენს. აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ კი 2013 წელს 44.8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
სასწავლო პროგრამები და საფონდო დახმარებები ხაზგასასმელია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)

 ხელშეწყობა საქართველოს სწრაფი და უმტკივნეულო დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში, ასევე ფონდის საქმიანობა სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, მათი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა.

აღსანიშნავია, ამერიკის მიერ პერსონალის გაცვლისა და სასწავლო დაფინანსებების პროგრამები (ფულბრაიტის; მომავალი ლიდერების გაცვლის FLEX; სტუდენტური გაცვლის UGRAD; საკანონმდებლო განათლების და პრაქტიკის  LEAP; საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების; ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამები) და  დემოკრატიული მართვის პრინციპების ხელშემწყობი აქტივობები. აშშ-საქართველოს 25 წლიანი ურთიერთობების ისტორია ყოველწლიურად უფრო მზარდი და ინტერაქციული ხდება. ამ წლების განმავლობაში აშშ-მ ასეულობით მილიონი დოლარი ჩადო საქართველოს განვითარებაში. იმაში, რომ დღეს საქართველოს მეტ-ნაკლებად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ბევრი წარმატება აქვს აშშ-ის კონტრიბუცია ძალიან დიდია.

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი