ვერდიქტი: გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, რაც უარყოფითი გავლენის მატარებელია ეკონომიკაზე. ეს იწვევს ზეწოლას სავალუტო კურსზე და წარმოშობს დეფიციტის ფინანსური ანგარიშით დაფარვის აუცილებლობას (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით). მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი ზრდის ეკონომიკის დაკრედიტების რისკს, რაც საკრედიტო რესურსზე ნაკლებ ხელმისაწვდომობაში ან/და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთში აისახება.

2017

წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 531 მლნ დოლარით შემცირდა და 1 316 მლნ დოლარს გაუტოლდა. დეფიციტის ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-თან მიმართებაში 8.7% შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და მხოლოდ 2013 წლის შესაბამის მონაცემს (5.9%) აღემატება. 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 12.8%-ს შეადგენდა.

ტრადიციულად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაფორმირებელ მთავარ ფაქტორად, საქართველოს შემთხვევაში, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო რჩება, რომელსაც ნაწილობრივ მომსახურებით ვაჭრობა, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული სახსრების ზრდის ხარჯზე, აბალანსებს.

  ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა:

„მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7%-მდე, რაც 531 მილიონი დოლარით შემცირებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის და ერთ-ერთი პოზიტიური მაჩვენებლია“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისაგან.

მიმდინარე ანგარიში მოიცავს

საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები).

კაპიტალის ანგარიში

შედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისაგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება.

ფინანსური ანგარიში

მოიცავს პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს, სხვა ინვესტიციებსა და სარეზერვო აქტივებს.

თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით).

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ცვლილების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს. 2017 წლის მონაცემებით,

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინამორბედ პერიოდთან შედარებით 531 მლნ დოლარით შემცირდა და 1 316 მლნ დოლარს გაუტოლდა. დეფიციტის ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-თან მიმართებაში 8.7% შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და მხოლოდ 2013 წლის შესაბამის მონაცემს (5.9%) აღემატება.

ცხრილი 1:

საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ცვლილების ტენდენცია

2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017
მშპ (ლარი) 17 986 20 743 24 344 26 167 26 847 29 150 31 756 34 028 38 042
მშპ (დოლარი) 10 767 11 639 14 435 15 846 16 140 16 509 13 994 14 378 15 189
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (დოლარი) -1 136 -1 196 -1 844 -1 886 -958 -1 790 -1 696 -1 847 -1 316
სხვაობა წინა პერიოდთან (დოლარი) 1 678 -59 -648 -43 928 -832 94 -152 531
ფარდობა მშპ-თან 10.6% 10.3% 12.8% 11.9% 5.9% 10.8% 12.1% 12.8% 8.7%
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დეფიციტის ფორმირების ტენდენციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად უარყოფითი სალდოს გამომწვევ მთავარ ფაქტორად საქონლით ვაჭრობა რჩება, რომლის სალდოც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში უმნიშვნელოდ (0.74%) შემცირდა და 3 840 მლნ დოლარი შეადგინა. მოცემულ დეფიციტს ნაწილობრივ მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდო (2 069 მლნ დოლარი) აბალანსებს, დიდწილად ტურიზმიდან მიღებული სახსრების ხარჯზე (2 288 მლნ დოლარი).

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი