ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები შემცირებებისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არჩევნებამდე ჯერ კიდევ წინა გამგებლის დროს გააფრთხილეს. შესაბამისი ბრძანება ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ 2016 წლის 6 ივნისს გამოსცა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შტატების შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებები 45 დღეშიგატარდებოდა. თუმცა მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადებული რეორგანიზაცია მხოლოდ გამგებლის პირველ მოადგილედ გურგენ სართანიას დანიშვნით შემოიფარგლა.

არჩევნებიდან ორ დღეში კი ოფიციალურად გამოცხადდა თანამშრომელთა ატესტაციის გადაწყვეტილება. შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2016 წლის პირველ ნოემბერს მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა გურგენ სართანიამ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ ბრძანებაგამოსცა, რომელიც 17-19 ნოემბერს ჩატარდა. ატესტაცია სულ203-მა ადამიანმა გაიარა. აქედან182-გამგეობის, დანარჩენი21კისაკრებულოს თანამშრომელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის გაუგებარია, რას უკავშირდება და რის საფუძველზე მოხდება შემცირებები. გამგეობის რამდენიმე თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართა. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ატესტაცია მმართველი ძალისთვის არასასურველი მოხელეების გათავისუფლების მექანიზმად იქცეს.

„გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ შეისწავლეს ყველა ის გარემოება, რაც ამ საკითხს ახლავს და მიაჩნიათ, რომ პროცესის სანდოობასა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ნამდვილად ჩნდება. ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, რომ ატესტაციის პროცესი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობისა და დაკვირვების გარეშე ჩატარდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუროკრატიული აპარატის მრავალრიცხოვნობის გათვალისწინებით, შესაძლოა, გარკვეული სახის რეორგანიზაციის ჩატარება სწორიც იყოს. თუმცა ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ატესტაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არჩევნების (საპარლამენტო და გამგებლის რიგგარეშე) მეორე ტურის ჩატარებიდან ორ დღეში მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას თხოვნით მიმართა, რომ ატესტაციის პროცესზე დასაკვირვებლად მისი წარმომადგენელი დაეშვა, მაგრამ უარი მიიღო. კომისიის წერილში უარის მოტივად ის გარემოებაა მითითებული, რომ „კომისიის შემადგენლობაში არიან საზოგადოების წარმომადგენლები: მ. ნაჭყებია (საზოგადოება „ზუგდიდელები“), ბ. ჭეჟია (გამგებლის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე) და ლ. ალანია „საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებიდან“.

„აღსანიშნავია, რომ მურმან ნაჭყებია - საზოგადოება „ზუგდიდელების“ წარმომადგენელი - მიმდინარე წლის 14 მაისს გამართულ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით საკრებულოს თავმჯდომარესმაიზერ ნანავას. მისი თქმით, ატესტაციის მიზანი თანამშრომლების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შემოწმებაა.

„იმედი მაქვს, რომ გამგეობა კვალიფიციური მოხელეებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, ვინმეს სამსახურის დატოვება მოუხდეს“, - განაცხადა ნანავამ.

ვინ გაიარა გასაუბრება და ვინ დარჩება დაკავებულ პოზიციაზე, სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი