2013

წლის 24 სექტემბერს უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა: “დღეს უნივერსიტეტებს [საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გახდომის შემდეგ] აქვთ პრობლემა წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით. არამარტო წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით, [არამედ] ეს ეხება რეაქტივებს და ლაბორატორიებს”.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებით და გადაწყვიტა გადაემოწმებინა, თუ რამდენად შეესაბამება სერგო რატიანის განცხადება სიმართლეს.

2013 წლის 29-30 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, 10

უნივერსიტეტი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს წარმოადგენდნენ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმა (რეორგანიზდა).

სტატუსის ცვლილება შეეხოთ შემდეგ უნივერსიტეტებს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - უმაღლესი განათლების დაწესებულებების საქმიანობა განისაზღვრება კანონით უმაღლესი განათლების შესახებ (

ცვლილებები შევიდა 2011 წლის 17 ივნისს).

2011 წლის დეკემბერში იურიდიული სტატუსის სსიპი-დან ა(ა)იპ-ით ცვლილებამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეტი თავისუფლება მიანიჭა შემდეგ საკითხებში:
  • დაწესებულების ქონების მართვის მიზნით შეეძლოთ შეექმნათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი;
  • შესაძლო იყო ლიტერატურის შესყიდვის განხორციელება გამარტივებული წესით;
  • სხვა ობიექტების გამარტივებული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელი იყო რეგენტთა საბჭოს გადაწყვეტილებით;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად განსაზღვრავდა შიდა სტრუქტურას.

შედარების მიზნით მნიშვნელოვანია კანონში კონკრეტულად ვნახოთ, თუ როგორ ახორციელებენ წიგნების, რეაქტივების და ლაბორატორიების შესყიდვას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები - უმაღლესი განათლების დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვას განეკუთვნება ოპერაცია, თუ გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები.

ზოგადი წესის მიხედვით, ელექტრონული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტის შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით (მუხლი 3, ნაწილი 1, პუნქტი „ჟ“). სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება უნდა განხორციელდეს სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 20 დღისა (მუხლი 121

 ნაწილი 8).

გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება 200 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით. სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა www.spa.ge-

ზე. სატენდერო წინადადების მიღების ვადა განისაზღვრება 2 სამუშაო დღით (მუხლი 3, ნაწილი 1 პუნქტი „რ“). შესაბამისად, სულ მთლიანობაში საჭიროა 5 სამუშაო დღე, რათა მოხდეს ერთგვაროვანი ობიექტის შეძენა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მეორე ნაწილის „ი“ და „კ“ პუნქტები იმ შემთხვევებს განსაზღვრავენ, რომელთა დროსაც, ტენდერის ჩატარება აუცილებელი არ არის და სახელმწიფო შესყიდვა უშუალოდ ხორციელდება.  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-101

მუხლი ეხება ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვების საშუალებებს, რომლებიც გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხორციელდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ი“ პუნქტი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს, ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის) გამარტივებული წესით  შესყიდვის უფლებამოსილებას ანიჭებს.

კანონის მე-101

მუხლის მესამე ნაწილის „კ“ პუნქტის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც 200 000 ლარს არ აღემატება. ამისთვის, მან უნდა მიმართოს რეგენტთა საბჭოს თანხმობის მისაღებად. რეგენტთა საბჭო მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანოა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

ა(ა)იპ  - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეაქტივების და ლაბორატორიების შეძენა დამოკიდებულია მის ფასზე და მოქმედებს ზოგადი წესი.

განსხვავებით ა(ა)იპ-ისგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ არ მოქმედებს სპეციალური ნორმა გამარტივებული შესყიდვის შესახებ. აქედან, გამომდინარე ელექტრონული ტენდერის ტიპი და შესყიდვის ვადები წიგნების, რეაქტივებისა და ლაბორატორიის ფასზეა დამოკიდებული.

დასკვნა

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უშუალოდ ახდენს წიგნების შეძენას, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ჭირდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარება.

რეაქტივებისა და ლაბორატორიის შესაძენად, თუ მათი ფასი აღემატება 200 000 ლარს ორივე შემთხვევაში სსიპ-მაც და ა(ა)იპ-მაც უნდა ჩაატარონ ელექტრონული ტენდერი. თუ ფასი არ აღემატება 200 000 ლარს, უნდა ჩატარდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. მაგრამ ა(ა)იპ - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მიმართოს რეგენტთა საბჭოს და სახელმწიფო შესყიდვა 200 000 ლარამდე ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვით განახორციელოს.

ჩვენ ვასკვნით, რომ სერგო რატიანის განცხადება: “როდესაც თქვენ შეცვალეთ და უნივერსიტეტები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გადააქციეთ, დღეს მათ აქვთ პრობლემა წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით. არამარტო წიგნების შესყიდვასთან დაკავშირებით, ეს ეხება რეაქტივებს და ლაბორატორიებს”, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი