მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი შეაფერხებს ტურიზმის განვითარებას, რომელიც დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკაში ერთადერთი მზარდი სექტორია.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა რა როლი უჭირავს ტურიზმს საქართველოს ეკონომიკაში და იგი მართლაც ერთადერთი მზარდია სექტორია თუ არა.

საქსტატის მონაცემებით,[1] 2013 წელს ტურიზმის სფეროში შექმნილი პროდუქციის რეალური ღირებულება 1 052 მლნ ლარს შეადგენდა, რაც რეალური მშპ–ს[2]

 7%-ს წარმოადგენს. 2010-2013 წლებში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი სფერო იყო, ხოლო 2013 წელს ტურიზმის სფეროში შექმნილი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი 1).

image001

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ტურიზმი ერთადერთი სფეროა, რომელიც იზრდება. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, თუ როგორ ვითარდება ეკონომიკის სხვა სფეროები. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროში 11.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნული სფერო ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც ვითარდებოდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (10.5%), მშენებლობასა (15.4%) და საფინანსო საქმიანობაში (9.5%).

ცხრილი 1: 

ეკონომიკური ზრდა სხვადახვა სექტორებში (2010-2014 წწ. ორი კვარტალი)

2010

2011

2012

2013

2014*

ტურიზმი

8.1

9

7.3

-3.4

11.9

სოფლის მეურნეობა

-4.1

8.5

-3.7

11.3

1.2

დამამუშავებელი მრეწველობა

18.6

13.4

13.2

8.6

10.5

ელექტროენერგიის აირისა და წყლის წარმოება

3.5

7.1

0.7

5.1

-4.4

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

-4.9

8.5

-2.6

6.8

2.6

მშენებლობა

4.4

3.9

18.2

-10.5

15.4

ვაჭრობა

12.8

5.2

7.1

5.4

9.5

კავშირგაბმულობა

10.8

8.1

10.1

0.9

7.7

საფინანსო საქმიანობა

13.4

24.3

14.8

7

9.5

უძრავი ქონებით ოპერაციები

10.4

12.4

5.3

9.6

5.8

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დასკვნა

ტურიზმი ერთ-ერთი სფერო იყო, რომელიც 2010-2012 წლებში საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, თუმცა 2013 წელს ტურიზმის ზრდის ტემპი დაეცა და აღნიშნულ სფეროში პროდუქციის წარმოება 2012 წელთან შედარებით 3.4%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის პირველ ორ კვარტალში ტურიზმის სფეროში შექმნილი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა.

დეპუტატი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ  ტურიზმი ერთადერთი მზარდი სფეროა საქართველოს ეკონომიკაში. როგორც კვლევამ აჩვენა, მიმდინარე წელს ტურიზმის გარდა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (10.5%), მშენებლობასა (15.4%) და საფინანსო საქმიანობაში (9.5%).

ფაქტ-მეტრის დასკვნით, თინათინ ბოკუჩავას განცხადება: "რეალურად, ტურიზმი ერთადერთი მზარდი სექტორია დღეს ჩვენს ეკონომიკაში," არის მცდარი.


[1]

საქსტატს არ აქვს ტურიზმის სფეროს რეალური ზრდის მონაცემები, ფაქტ-მეტრმა საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით მოახდინა ტურიზმის სფეროში რეალური ზრდის შეფასება.

[2]

მშპ 2003 წლის ფასებში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი